23 აგვისტოს, 21 წლის ნანუკა დვალიშვილი, რომელიც ორსულად იყო, ვანში, სოფელ ციხესულორთან ავარიას ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ის ძმის ოჯახთან ერთად მგზავრობდა და ავტომობილის უკანა სავარძელზე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
„ღმერთო რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო, ჩვენ რას დაგვიტოვებდა.!!! ასე უნდა დახვედროდი შენს ქმარს გოგო, გაცივებული!!!! გული გვეწვისს, რა დღე გაგვითენდა ხალხნო ეს რა დაგვემართა, მე რაც მინდოდა ყველაფერი ჩუმად გითხარი უკვე, გზა მშვიდობისა პატარა ანგელოზო, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, შენ და შენი პატარა ბიჭი”, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
„ჩვენ გვყავდა ღიმილის გოგონა. ჩვენ დავკარგეთ საოცარი ადამიანი ძალიან მწარეა ნანუ უშენოდ. საშინელი დილა გათენდა 23 აგვისტოს ჩვენთვის შენი მეგობრებისთვის, კლასელებისთვის, დაქალებისთვის და ყველაზე მწარე შენი ოჯახისთვის. შენ ხომ საუკეთესო ადამიანი იყავი. გამორჩეული თბილი, კეთილი შენ ჩვენი ცქრიალა, ღიმილის გოგო იყავი. ბევრი მოგონება აკავშირებს თითოეულ, შენს კლასელს შენთან სამარადისოდ იქნები ყველას გულში შენ ჩვენი ყველას ბავშვობის ნაწილი ხარ უდიდესი ტკივილი. ჩვენი ნანუკა ჩვენი სიფრიფანა აღარ გვყავსო გოგოებმა გაგვიფრინდა მის ანგელოზთან ერთადო. ღმერთო რა მწარე ხარ ჩვენო გოგო. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა შენს ანგელოზთან ერთად. გვიყვარხარ და მუდამ ჩვენს გულში იქნები”, - ასე ემშვიდობებიან ნანუკას მეგობრები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შენს ადგილს ამ სამყაროში ვერავინ ჩაანაცვლებს" - ვისზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი