რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მეხუთე სართულიდან მამაკაცი იმ დროს გადავარდა, როდესაც სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა. გარდაცვლილის მეუღლე კი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„თომასი, მაშოსი და ჩემი პირადი ანგელოზი ხარ. მე შენი გულისთვის გავუძლებ, სიმწრით, მაგრამ გავუძლებ!
შენს შვილებს ჩემს ცრემლებს არ ვაჩვენებ, ჩუმად ვიტირებ, ჩუმად! მადლობა იმ ტკბილი 5 წლისთვის, რაც მაჩუქე ჩემო სამუდამო სიყვარულო. შენს შვილებთან დავბერდები გ ო გ ი", - წერს ხატია დიასამიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, ფიროსმანის 5 ნომერში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇