Digest Logo

🎥 VIDEO: „უდიდესი წუხილით შევიტყვე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავი... მეც ვილოცებ მისი სულისთვის“ - ვასაძე

1626010899
ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა საწოლში … მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

ამ ამბავს გამოეხმაურა ულტრაკონსერვატორი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე და ღრმა მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი ოპერატორის მიმართ.