პარლამენტის ყოფილი წევრი, ენძელა მაჭავარიანი პირდაპირ ეთერში ამღერდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ გადაცემა „უქმეების“ სტუმარი იყო.
ენძლამ სხვადასხვა თამაში ითამაშა და ერთ-ერთი დავალება სიმღერა იყო. პოლიტიკოსმა ტელეწამყვან და მსახიობ, არჩილ სოლოღაშვილთან ერთად იმღერა.