Digest Logo

ვიხუმრე, ჩემს პიტბულს 60 წლის ქალი არ დაუგლეჯია… – ალექსი მამისაშვილი

1611859272
 ალექსი მამისაშვილი

ალექსი მამისაშვილმა დღეს ფეისბუქის ჯგუფში „ძაღლების კლუბი“ დაწერა, რომ მისმა პიტბულმა 60 წლის ქალი დაგლიჯა.

„პიტბული მყავს. დილით ვასეირნებდი ქუჩაში და დაახლოებით 60 წლის ბებოს დაუყეფა. სანამ მიუახლოვდება ადამიანი, ზუსტად ამ ფორმით ესალმება ხოლმე. არასდროს მოგვლია მსგავსი რამ… მას ჯოხი ეჭირა, ვიცოდი რომ სხვანაირად გაიგებდა. რამდენჯერმე მოუქნია, შემდეგ ესროლა. ნასროლი კი მე მომხვდა. ამის დანახვაზე გაგიჟდა… ვეღარ ვიჭერდი. გამათრია, წამაქცია, ხელიც გამაშვებინა. სანამ ცოტა აზრზე მოვედი, ავდექი და თვალებიდან გამოვიხედე… მივარდა, ეცა, ზუსტად იმ ხელზე უკბინა და დაუკეტა, რომლითაც ჯოხი ისროლა. დაახლოებით 1 წუთის მანძილზე ვერ გავაშვებინე… ეგრევე პოლიცია, სასწრაფო, ჟურნალისტები და კაროჩე რა…
საშინელი სცენა ვნახე. სადმე უნდა მეთქვა, ცოტა მომეშვება… არ ვიცი, რა მოვიმოქმედო. მას მერე სახლში ვზივარ და ვკანკალებ. მირჩიეთ რამე” – დაწერა ალექსი მამისაშვილმა.

მოგვიანებით მან თქვა, რომ იხუმრა და იგივე ჯგუფში დაწერა:

„აღარაფერს აღარ დამიჯერებთ, ვიცი”.

მეორე პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

„შენ იხუმრე ჩვენ პიტბულის პატრონებს რატო გვიფუჭებ საქმეს? ან ძაღლის პატრონებს … მაგ *** ობა ხუმრობის გამო … ყველას აძულებ და უბიძგებ ცუდისკენ … ”

„რა საქციელი იყო ეს?! რამე უწყინარი ხუმრობა ვერ მოიფიქრე ?! ისევ ძაღლების პატრონებს რო მოგვაყენე ზიანი ამით“....- წერენ ფეისბუქში.