საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში საქართველოში კოვიდპანდემიის მართვასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც დავითულიანი აღნიშნავს, მისი ბებია, რომლის გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
თათა დავითულიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა რომ ყველაფრის თხრობა თავიდან დავიწყო:
რაც კოვიდ პანდემია დაიწყო საქართველოში მას მერე მქონდა შიში ოღონდაც ბებო არ დაინფიცირებულიყო, ბებო ამას ვერ გადაიტანდა…. ვუფრთხილდებოდით მაქსიმალურად და ეს დღეც დადგა როცა დედა და ბებო დაინფიცირდა, აქედან დაიწყო ყველაფერი - საერთოდ დამავიწყდა ის რომ მეც ექიმი ვიყავი, გავხდი შეშინებული და უსუსური…. სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში გამოვიძახეთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შეფასდა მდგომარეობა და გადაწყდა მათი კლინიკაში გადაყვანა, აქედან იწყება ყველაფერი: დედა თერაპიის პალატაში გამოჯანმრთელდა ხოლო ბებო გადავიდა ინტენსიურ განყოფილებაში, გემახსოვრებათ ჩემი ხვეწნა-მუდარა რომ გელოცათ ჩემი ბებოსთვის, მისი გადარჩენის შანსი 0.01 % იყო, ამ ვერაგმა დაავადებამ უცებ დაამძიმა მისი მდგომარეობა, არასდროს დამავიწყდება ის ზარი როცა დედამ დამირეკა დილით ტირილით „ბებო მიჰყავთ რეანიმაციაში მიშველეო” მე უკვე ვიცოდი ბებო რატომაც გადაყავდათ, ვიცოდი თითოეული დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ იმიტომ რომ მქონდა 24/7-ზე კომუნიკაცია ამ სასწაულ გუნდთან და მათ ხელმძღვანელთან Elza Lobzhanidze მართლა არ ვიცი როგორ ვიპოვო ის სიტყვები რაც მადლიერების გამოხატვაში დამეხმარება, მადლობა იმ ღამეებისთვის როცა არცერთი ჩემი ზარი უპასუხოდ არ დაგიტოვებია, მანუგეშებდი, მხარს მიჭერდი, დელიკატურად მაგუებდი იმ ცუდსაც რომელიც ყველამ ვიცოდით რომ ძალიან ახლოს იყო ჩვენთან, ასევე ოპტიმიზმს მისახავდი თქვენი არაერთი პაციენტის მაგალითით, ეს 39 დღე ჩვენ ერთად გავატარეთ…. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო Giga Gelenidze მადლობა გიგა ექიმო, თქვენ მე ის სანუკვარი სურვილი შემისრულეთ რასაც გემუდარებოდით და ბებო სახლში ცოცხალი მიმყავს.
არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის და აზრსაც ვერ ვალაგებ რომ ის ემოცია თქვენამდე მოვიტანო რაც ჩემშია, მადლობა Amiko Gogitidze პირველივე დღიდან გულშემატკივრობდით ჩემებს და გვერდით მედექით, მადლობა Mari Khatashvili ვერასოდეს დავივიწყებ შენს გვერდით დგომას ასევე უდიდესი მადლობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვინმემ გაბედოს და მითხრას რომ საქართველოს მთავრობა არ იყო მზად ყოფნაში და ვერ მართა პანდემია!!! აი ვინმემ გაბედოს და შემეკამათოს!!! დეტალებს გზა და გზა მოგიყვებით როგორ მაღალ დონეზეა დღეს ჯანდაცვა.
ახლა კლინიკის ეზოში ვარ და ერთიანად მიკანკალებს მთელი სხეული, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ეს იმ სიხარულის ცრემლებია როცა ხმამაღლა მინდა ვიყვირო: „ჩვენ გავიმარჯვეთ!“ - წერს დავითულიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ეს 3 ნიშანი ოქტომბერში გამდიდრდება
🔵ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი - ასტროპროგნოზი მთვარის მიხედვით
🔵ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებისთვისაც მომდევნო კვირა ურთულესი იქნება