Digest Logo

„ვხედავ, ქალი პოლიტიკოსის სიკვდილს...“ - ვისზე წერს კაკულია?

1628144332
ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ქალი პოლიტიკოსი გარდაიცვლება.

„ვხედავ ქალი პოლიტიკოსის სიკვდილს - ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა...

2015 წელი, 8 სექტემბერი

მთავრობის მიერ ჟურნალისტების მიმართ აგორებული პოლიტიკური ინტრიგები მათ სასიკეთოდ არ დამთავრდება. მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს თემა ძალზე სახიფათოა მათთვის და ჩემ მიერ დანახული მოვლენების განვითარება ნამდვილად არასასურველი იქნება ამჟამინდელი მთავრობისთვის!

ეს პროცესები ძალიან რთულ სახეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ძნელბედობის ჟამს ერთიანდებიან. მათი ერთიანი ძალა კი ტაიფუნს ჰგავს, რომელიც ყველაფერს წალეკავს.

მოკლედ, მთავრობისა და ჟურნალისტების დიდ დაპირისპირებას ვხედავ!

ხოლო ის ჟურნალისტი, რომელიც რჩევებს იძლევა და მთავრობის მეთაური შეცდომაში შეჰყავს – ეს არის ადამიანი სიბინძურე.

ჰოდა, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ყველა გაილაშქრებს, იგი ძალზე ცოდვიანია, მას ადამიანს არავინ უწოდებს.

მალე აგებს პასუხს თავის ბინძურ საქმეებზე – მოყოლებული წარსულიდან. მომავალში იგი იწოდება როგორც ადამიანი არავინ — მას ისტორია არასდროს მოიხსენიებს. ან, რატომ უნდა მოიხსენიოს?!

ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი პოლიტიკა საერთოდ არც ასრულდება, სულ სხვა მიმართულებას ვხედავ, რომელიც ჩემ საყვარელ ქვეყანას გადაარჩენს.

ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის. ქართული პოლიტიკის კურსი ერთია — ევროპა და ამერიკა. და ამას ვერავინ შეცვლის, რა პოლიტიკაც არ უნდა გაატარონ“,- წერს კაკულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა...“ 20 წლის ასაკში 2 შვილის დედას ქმარმა ყელი გამოჭრა - გაუხმაურებელი ამბავი

10 წლით უფროსი მეუღლე, გეი „შეყვარებული“, მეგობარი გოგოს ცემა და მექალთანეობა - გიორგი ვარდოსანიძის სკანდალები