მომღერალი, თამთა ჭელიძე მსახიობ ჯაბა კილაძის მეუღლე იყო. როგორც ჩანს მათი დაშორება თამთამ მძიმედ გადაიტანა.
მისი თქმით, მრავალწლიანი დეპრესია ჰქონდა, რომელიც დაამარცხა. თამთა თავისი პირადის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება.
თამთა ჭელიძე:
ეს დეპრესიული პერიოდი ჯამში 15 წელი გრძელდებოდა. მეგონა, მე თვითონ ვუშველიდი თავს, მრცხვენოდა ექიმთან მისვლის, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ვერაფერი მოვუხერხე დეპრესიას. მთელი ამ წლების განმავლობაში, საკუთარი თავი დაკარგული მყავდა, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებდი, ვცხოვრობდი მარტო შვილით და გარშემო მყოფების ცხოვრებით. პირადულზეც ვერ ვახდენდი კონცენტრირებას, ვერც საქმეზე.
მაინც საიდან იღებს სათავეს ეს ხანგრძლივი დეპრესია?
დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა. ძალიან ვარდისფერი სათვალით გაზრდილი გოგო ვიყავი და ბევრი რამ ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვი.
როდესაც თქვენ და ჯაბა დაშორდით ერთმანეთს, როგორ ცდილობდით, ეს მტკივნეული არ ყოფილიყო ლიზასთვის?
შვილს ჩემგან არასდროს გაუგია ცუდი ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბებია-ბაბუა. ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი განშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო…