თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელის, მოდელის თაკო ჩხეიძის სილამაზის შესახებ ლეგენდები დადის. ის 3 შვილის დედაა და კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. თაკო პირადის შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია.
თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა. გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, ოჯახის შექმნის მიუხედავად, მას მოდელობაზე უარი არ უთქვამს და ახერხებდა ერთდროულად ოჯახისთვისაც მიეხედა და კარიერისთვისაც.
მისი მეუღლე, რუსლან აბაშიძე, საქართველოს ელჩია ესტონეთში და ხშირად უწევს ორ ქვეყანაში ყოფნა.
თაკოს ესტონური და ქართული ცხოვრება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება,რაც მის ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
მეუღლე
მე და ჩემს მეუღლეს რადიკალურად განსხვავებული პროფესიები გვაქვს – მე მოდა, ფეშენი – ასეთ სფეროში ვტრიალებ, ჩემი მეუღლის სფერო კი უფრო დახვეწილი, სოლიდური და განსხვავებულია, რომელსაც თავისი წესები, ეტიკეტი აქვს.
ხშირად მიწევს მიღებებზე, სადილებზე სიარული, ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მეუღლეებთან და რა თქმა უნდა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ვიცი, საქართველოს წარმოვადგენ.
როდესაც სადმე მივდივართ, ყველამ იცის, რომ იქ იმყოფება საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გმატებს.
დიპლომატის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი. ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით შვეიცარიაში, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით.
ნამდვილად არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ მალე სადმე წავსულიყავით და შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო ტალინში გადასვლა. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეუღლის სამსახურია ასეთი.
მეუღლე ჩემი რთული პროფესიის გამოც ძალიან ბევრჯერ დამდგომია გვერდში და არც მე მქონდა იმის უფლება, ეგოისტური გრძნობა გამომევლინა.
ანუ, რთული კი არის დიპლომატის ცოლობა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიახლეები, არასდროს მეშინია მათი.
დედის ამპლუა
წყვილს 3 შვილი ჰყვას.
მრავალშვილიანი დედა გავხდი და, პასუხისმგებლობაც მომემატა და საქმეც, რაც საკმაოდ რთულია. ორსა და სამ ბავშვს შორის დიდი განსხვავება ყოფილა. რამდენი დამხმარეც არ უნდა გყავდეს, მაინც რთულია, რადგან, შენ ხარ ყველაფერი. თან, მესამე ბავშვი მარტომ წამოვზარდე.
როდესაც მესამე მეყოლა, თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან, შენ ერთი ხარ და სამივეს ერთნაირად უნდა მიაქციო ყურადღება, დრო უნდა დაუთმო, მაგრამ, მერე ნელ-ნელა ვისწავლე, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე.
ახლა ძალიან ამაყი ვარ, რომ სამი შვილი გავაჩინე, ეს მართლაც დიდი ბედნიერება და დიდი სიმდიდრეა.
შეიძლება, უფრო წარმატებული კარიერა შემექმნა, მაგრამ, ყოველთვის ოჯახის მხარეს ვაკეთებდი არჩევანს.
სწორად ვანაწილებ ყველაფერს; ვცდილობ, იქაც ვიყო და აქაც, რაც ძალიან რთულია. ამიტომ, ოქროს შუალედი უნდა მოძებნო, რადგან ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია.
„ჯეო მოდელსი“ დიდი ხნის წინ გავხსენი და არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ბიზნესი იქნებოდა. უბრალოდ, შვეიცარიიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ბევრი ადამიანი ჩამჩიჩინებდა, გააკეთე რამე და შენი კონტაქტები გამოიყენეო.
მერე გავფართოვდით და მიხარია, რომ ოჯახური სააგენტო მაქვს, კარგი გოგონები გვყავს, ქართულ ბაზარზეც ვმუშაობთ და უცხოურზეც.
კავშირი რობერტო კავალისთან
რობერტო კავალის კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. როგორც იცით, წინა „ფეშენ ვიქზე“ ის სტუმრის სტატუსით იყო მოწვეული და თავისი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისშიც იმყოფებოდა.
ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპი. იქ ჩემთვის ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. თუ ვინმე ცნობილი ტოპ-მოდელი ან „სელებრითი“ არსებობს, ყველა, წვეულებაზე იყო, რომელიც სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.
ძალიან საინტერესო და გრანდიოზული სანახაობა იყო. კავალი თვითონაც იმყოფებოდა იუბილეზე. ყველაფერი ორიგინალური, განსაკუთრებული იყო: დაცვა, ლიმუზინები, გადაღებები...
ასეთ წვეულებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ და მიმუშავია კიდეც, მართლა აბსოლუტურად სხვა სამყაროა, სხვა განზომილება თავისი პლუსებითა და მინუსებით.
სამი წელი ვმუშაობდი საათების კომპანია „ზენიტთან“ – მათი ახალი საათების სახე ვიყავი. ისინი ყოველ წელს ატარებდნენ შვეიცარიაში ახალი საათების პრეზენტაციას, დიდ გალა-ჩვენებას.
ერთ-ერთი მოეწყო ჟენევაში, დახურულ, აკადემიურ, საოცრად ლამაზ ადგილას, დიდი დადგმით.
ვიყავი მთავარი სახე და იქ ყველაფერი ძალიან საოცარი იყო.
ძმა
ჩხეიძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ძმასთან – ლევან მასხულიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა... აშკარაა, რომ ულამაზეს და-ძმას განსაკუთრებულად კარგი დაძმობა აქვთ.
ის ჩემზე 15 წლით პატარაა... ჩემს უფროს ვაჟს - სერგის და ლევანს შორის სხვაობა ოთხი წელია და ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ძმებივით...
ლევანიკო რომ გაჩნდა, 15 წლის ვიყავი და უზომოდ გამიხარდა მისი ამქვეყნად მოვლინება. მოუთმენლად ველოდი მის დაბადებას.
ლევანიკოს დაბადებიდან მალე დავოჯახდი...
ჩემს ქრწილში ლევანიკო ორი წლის იყო, დარბოდა და ვარდებს მაყრიდა თავზე. შემდეგ სერგი შემეძინა და ზამთარ-ზაფხულ სულ ერთად ვისვენებდით კურორტებზე. ერთად გაიზარდნენ სერგი და ლევანიკო...
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და საყვარელი მეუღლე - ჭორ-მართალი დუტა სხირტლაძის შესახებ