დუტა სხირტლაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობია და ხალხის ნდობით სარგებლობს.
მის პირად ცხოვრებას ბევრი განიხილავდა და კრიტიკის ქარცეცხლში ეხვეოდა.
დღეს სწორედ მისი პირადი ცხოვრების შესახებ გიამბობთ, რაზეც თავად ჟურნალისტებთან საუბრობდა.
დღეს გაიგებთ ჭორ-მართალს მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ.
დუტა და მარინა ნაცვლიშვილი
ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ წლებია ოჯახური ბედნიერება იპოვა და იუველირ მარინა ნაცვლიშვილთან ერთად ორ შვილს ზრდის.
„1997 წლის ზაფხულში ვდგამდით ბ. ბრეხტის „სამგროშიან ოპერას“, სადაც მარინა კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა. პირველივე დღეს გავეცანი, შემდეგ დავმეგობრდით და ერთხელაც „შეყვარებულობანა“ ვეთამაშე, ვითომ შეყვარებულები ვიყავით.
ოფიციალურ გაცნობამდე სცენიდან მიცნობდა, რადგან ჭოლას ბავშვობის მეგობარია. ყოველთვის ესწრებოდა ჭოლას პრემიერებს და შესაბამისად, ჩვენი პირველი სტუდენტური სპექტაკლებიც ნანახი ჰქონდა. ერთი რაღაც უნდა გავიხსენო: ალბათ, 1995 წელი იქნებოდა, რუსთაველზე თეატრალურის წინ ბისტრო იყო. ერთ დღეს ამ ბისტროს წინ ვიჯექი და გიტარაზე ვუკრავდი. ცოტა ნასვამიც ვიყავი. მოკლედ, კარგ გუნებაზე. ამ დროს მარინამ თავის მეგობართან სალომე კობახიძესთან ერთად ჩამოიარა. მე რომ დამინახა, სალომესთვის უთქვამს: აუ, ეს რომ ახლა ჩემი ქმარი იყოსო... ორ წელიწადში ასეც მოხდა.
დუტა და მარიტა როხვაძე
2015 წელს მარიტა ბათუმში ისვენებდა. მან სოციალურ ქსელში მსახიობ, დუტა სხირტლაძესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „მიყვარს, მიყვარს“.
„ჩემი მარიტუნა“- წერდა ფოტოს კომენტარებში დუტა.
სწორედ ეს ფრაზები გახდა ჭორების გავრცელების მიზეზი და საზოგადოებამ მარიტა დუტასთან დააწყვილა.
თუმცა, რამდენად მართალია აღნიშნული ინფორმაცია, უცნობია.
დუტა და ნინა წკრიალაშვილი
როდესაც ცნობადი სახე სოციალურ ქსელში ფოტოს ტვირთავს ვინმე სელებრითთან ერთად, ხალხს საჭორაო თემა ეძლევა.
სწორედ ასე გაეხვია კრიტიკის ქარცეცხლში დუტა სხირტლაძე, როდესაც მომღერალ ნინო წკრიალაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ხალხმა ისინი დააწყვილა, მაგრამ რეალურად ერთად არასდროს ყოფილან.
დუტა და ნატალი მაჩიტიძე
„ჯი-დი-ეს-ზე“, სერიალ „მზარეულებში“ დუტა სხირტლაძისა და ნატალი მაჩიტიძის სასიყვარულო სცენები ვიხილეთ.
სერიალში დუტას მილიონერის როლი აქვს და ნატალის გმირი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს. ნატალის გმირი ჯადოსნური სასმლით ახერხებს, დუტას მოხიბვლას.
„ბათუმელი გოგოს აქცენტით უნდა მეთქვა რაღაც, რასაც თავი კარგად გავართვი. ჯერ ლოგინის სცენები აჩვენეს, თუმცა მანამდე სხვა სცენები გადავიღეთ. კომედიაა და არაფერი ყოფილა ვულგარულად გადაღებული.
ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე მაქვს ასეთი სცენების გამო უარი ნათქვამი, მაგრამ იმდენად კარგი გადამღები ჯგუფია, ყველაფერი არაჩვეულებრივად ამიხსნეს. დუტაზე საუბარი აღარ მაქვს, ის არაჩვეულებრივი პარტნიორია. ამ კონკრეტულ სცენაზე ჩემი დათანხმება გაუჭირდათ. სულ "არა", "არას" ვამბობდი, მაგრამ ისე ამიხსნეს ყველაფერი, რომ ბოლოს დავთანხმდი“,- იხსენებდა მაჩიტაძე.
ჰოდა, სწორედ ამ სასიყვარულო სცენებს მოჰყვა მითქმა-მოთქმა და საზოგადოებამ მორიგი საჭორაო მოიგონა. იფიქრეს, რომ წყვილს შორის გრძნობები გადასაღები მოედნიდან გაჩნდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
დაქალისთვის წართმეული შეყვარებული? 5 რჩეული კაცი და ურთიერთობა დუტასთან - მარიტა როხვაძის პირადი