Digest Logo

19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები

1625653739
თამათა ჭელიძე

ახალგაზრდა მომღერალი, თამთა ჭელიძე ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია, თუმცა მას გარკვეული პერიოდი პაუზა ჰქონდა აღებული. 

ახალგაზრდა მომღერლის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია. დღეს „დაიჯესტი ამ ბლოგში მოგიყვებათ, როგორია თამთა ჭელიძის ცხოვრება, რატომ იყო დეპრესიაში, როგორ გადაიტანა მეუღლესთან განშორება და რატომ არ აქვს მას პირადი ცხოვრება.

ოჯახი

თამთა კილაძის მეუღლე ცნობილი მსახიობი ჯაბა კილაძე იყო, წყვილმა ოჯახი დაანგრია.

თამთა 19 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა, ჯაბა კი 24- ის.

ჯაბას და თამთას ერთი შვილი ჰყავთ - ლიზა.

როგორც თამთა ჭელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ჯაბასაც ჰყავს მეორე ნახევარი და მასაც, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან.

თამთა ჭელიძისა და ჯაბა კილაძის გოგონამ, ლიზამ, სამოდელო კარიერა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში დაიწყო და მასთან კონტრაქტიც გააფორმა.

გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს.

ლიზა, თამთა როგორი დედაა?

იმიტომ კი არაა კარგი დედა, რომ ყველაფერს მისრულებს, ადამიანურად ისე ვეწყობი და ისეთი ურთიერთობა მაქვს, ჩემი აზრით, სხვასთან ერთად ასე კარგად ვერ ვიქნებოდი. იმდენად მიწყობს ყველაფერში ხელს და იმდენად ესმის ჩემი, რომ ამის დაკარგვა არასდროს მინდა. ჩემთვის იდეალური დედაა. ჩემი აზრით, დედას რაღაცებზე პრობლემა უნდა ჰქონდეს და შვილს ყველაფერზე არ ეთანხმებოდეს, მაშინ ხომ არ მეცოდინება, რაში ვარ არასწორი და რა არ უნდა გავაკეთო. ამას ვამბობდი – იდეალურობა ეს არაა, იდეალურობა ისაა, რომ როგორც მეგობარი, ისე დამიჯდება, დამელაპარაკება, მეტყვის, რა არის უკეთესი, მეტყვის, რა არის ცუდი. რასაც მინდა, იმას ვუყვები და თავადაც მარიგებს ხოლმე.

მარტო შვილის გაზრდა არ გაგიჭირდა?

ძალიან რთული იყო, ამდენი წლის განმავლობაში, სანამ გაიზრდებოდა, მისი მარტო აღზრდა. კვირაში ორჯერ მამასა და ბებია-ბაბუასთან ყოველთვის იყო, მაგრამ ყოველდღიური საზრუნავი, ყველაფერი, ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველანაირი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, ყველა პასუხისმგებლობა შენზეა, ამიტომაც ვიტყვი, რომ ბავშვის მარტო გაზრდა ძალიან რთულია. გინდა, შენი შვილი საუკეთესო იყოს, არ დააკლდეს მამა… ლიზას არ უცხოვრია მამისა და დედის გარემოცვაში… ჯაბა ძალიან უყვარს, მგონი, ჩემზე მეტადაც (იცინის). რეალურად თუ ვიტყვით, ზუსტად ერთნაირად ვუყვარვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში მამასთან ძალიან ხშირად არის, დიდი მეგობრები არიან და მგონი, ლიზა უფრო გახსნილია მამასთან, ვიდრე ჩემთან. ჩემთან რაღაცები ერიდება, ჯაბა კი ძალიან თავისუფალი აზროვნებისაა, მე კი ცოტა აზიატი ვარ, ეს არ შეიძლება და ის არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნები. ჯაბა ეუბნება, რაც გინდა, ის გააკეთეო, ეს ყველა ბავშვს მოსწონს. მე კი დღემდე დავდევ კოვზით, ეს ჭამე, ის ჭამე… ჩემგან მაინც აქვს შეზღუდვები და მოთხოვნები…

- თამ­თა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბისთ­ვის დრო თუ გრჩე­ბა?

- არა, ნამ­დვი­ლად არ მრჩე­ბა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. მხო­ლოდ ჩემი შვი­ლით, ოჯა­ხი­თა და მე­გობ­რე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

ეკრანიდან გაქრობა

-ეკრანზე თითქმის აღარ ჩანხართ. შოუებში სტუმრობაზეც უარს ამბობთ, თუ არ გიწვევენ?

-ვერ გეტყვით, რომ შოუებიდან ყოველდღე მირეკავენ, თუმცა, როცა მიკავშირდებიან, სტუმრობაზე უარს ვამბობ, რადგან ეკრანზე დიდი დოზით გამოჩენა არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ესეც საჭიროა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მომწონს. მიმაჩნია, რომ ჩემთვის უინტერესო თემებზე საუბარი - მაგალითად, ვის როგორი ტრუსი უხდება, არც ხალხს აინტერესებს.

დეპრესია

მომღერალმა თამთა ჭელიძემ მრავალწლიანი დეპრესია დაამარცხა. თამთამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან მძიმე პერიოდი გაიარა, როდესაც მეუღლეს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ჯაბა კილაძეს გაშორდა.

„ეს დეპრესიული პერიოდი ჯამში 15 წელი გრძელდებოდა. მეგონა, მე თვითონ ვუშველიდი თავს, მრცხვენოდა ექიმთან მისვლის, მაგრამ სანამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, ვერაფერი მოვუხერხე დეპრესიას. მთელი ამ წლების განმავლობაში, საკუთარი თავი დაკარგული მყავდა, კონცენტრირებას ვერ ვაკეთებდი, ვცხოვრობდი მარტო შვილით და გარშემო მყოფების ცხოვრებით. პირადულზეც ვერ ვახდენდი კონცენტრირებას, ვერც საქმეზე,“- ამბობს მომღერალი.

მაინც საიდან იღებს სათავეს ეს ხანგრძლივი დეპრესია?

დღეს რომ ვაანალიზებ, ამის დასაბამი იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და იმედგაცრუება იყო. ორსულობა და მშობიარობა მქონდა ურთულესი, რასაც მოჰყვა პოსტსამშობიარო დეპრესია. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა. ძალიან ვარდისფერი სათვალით გაზრდილი გოგო ვიყავი და ბევრი რამ ზედმეტად მტკივნეულად აღვიქვი.

როდესაც თქვენ და ჯაბა დაშორდით ერთმანეთს, როგორ ცდილობდით, ეს მტკივნეული არ ყოფილიყო ლიზასთვის?

შვილს ჩემგან არასდროს გაუგია ცუდი ჯაბაზე და არც მის ოჯახზე. სიგიჟემდე უყვარს მამა და ბებია-ბაბუა. ყველანაირად ვეცადეთ, ჩვენი გაშორებით დიდი ტრავმა არ მიეღო…

რატი დურგლიშვილი და თამთა ჭელიძე.

თამთა ჭელიძის და რატი დურგლიშვილის სასიყვარულო რომანის შესახებ თბილისში ჭორები დადიოდა, თანაც ამბობდნენ, რომ სიყვარული ცალმხრივი იყო და რატი თამთათი არ იყო დაინტერესებული.

თუმცა, როგორც თამთა ამბობდა ეს მხოლოდ ჭორი იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე