მომღერალ ლელა წურწუმიას და პროდუსერ კახა მამულაშვილს სამაგალითო ოჯახი აქვთ.
მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ისევ ისე ჰარმონიულად ცხოვრობენ, როგორც - მანამდე, საინტერესო პირადი ცხოვრება აქვთ. ლელას და მამულიჩას სასიყვარულო ისტორიაზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ, თუმცა ლელამდე მას ოჯახი ჰყავდა.
„მიყვარს ურთიერთობები სულ ვცდილობდი ბავშვობიდან, რომ ბევრ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა და არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა მის სოციალურ მდგომარეობას, ორიენტაციას თუ სქესს.“- ამბობს მამულიჩა.
„სულ ვიყავი მშვიდობის მტრედი იმ 90-იან წლებში, როდესაც უბნები ერთმანთს დაერია ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე.“
View this post on Instagram
მამულიჩას პირველი მეუღლე ნინო ნოზაძე იყო, რომელთანაც ვაჟი ნიკო ჰყავს.
„ჩვენი ოჯახი იმიტომ დაინგრა, რომ ნინო და მე სხვადასხვა მსოფლმხედველობის ვიყავით“- ამბობს მამულიჩა ყოფილთან ურთიერთობაზე.
მამულიჩამ ბაბუის როლიც მოირგო და ის შვილიშვილს ხშირად ანებივრებს.
View this post on Instagram
მამულიჩას პირველ ვაჟს ლელასთან და მარიკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
ნიკო, მისი მეუღლე ნანუკა ფაღავა და პატარა ალექსანდრე პირველ კარანტინს ლელასთან მამულიჩასთან და მარიკოსთან ერთად ატარებდნენ.
მამულიჩამ დედის და უფროს ვაჟის - ნიკოს ფოტო გამოქვეყნა. მათთან ერთად გადაღებულ ფოტოს მის პირად გვერდზე ასეთი წარწერა აქვს: "ბებია, შვილი და შვილიშვილი".
„ნიკო რომ გაჩნდა, 21 წლის ვიყავი. კი ვგრძნობდი მამობის ბედნიერებას, მაგრამ მე თვითონაც პატარა გახლდით და ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, თუმცა ემოცია ორივე ბავშვის დაბადებისას ერთნაირი მქონდა... მის აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი" - განაცხადა მამულიჩამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
წლების წინ კი გახმაურებელი ფაქტი იყო, რომ მამულიჩა ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სამართალდამცავებმა დააკავეს, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კახა მამულაშვილი2015 წლის 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ ე.წ. ექსტაზი.
მამულიჩას გირაოთი გათავისუფლებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი შერჩევით სამართალზე ალაპარაკდა; ამბობენ, რომ პროკურატურა ასეთ ნარკოდანაშაულზე გირაოს თითქმის არ იყენებს.
View this post on Instagram
მამულიჩას რომ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს ეს უცხო არავისთვის არ არის, როგორც თავად ამბობს მისთვის მეგობარი ბევრს ნიშნავს.
„მეგობრის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, ისინი ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებენ.
ჩემს ცხოვრებაში ყოფილან მეგობრები, ვისთვისაც მე თავი გადამიდია და მათ ჩემთვის შემდეგ უღალატიათ, მაგრამ მე ისევ მე დავრჩი.“
View this post on Instagram
View this post on Instagram
View this post on Instagram
ლელამ და მამულიჩამ ერთმანეთი ევროპაში ერთ-ერთ რესორანში გაიცნეს, სადაც ლელა მღეროდა. ოჯახის შექმნა კი მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მიხვდა, რომ ლელასთან თავს კომოფრტულად გრძნობდა.
View this post on Instagram
„ძალიან საინტერესო ურთირეთობა გვაქვს, არ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ერთფეროვანი“- ამბობს მამულიჩა.
მამულიჩას ლელასთან ერთი გოგონა - მარიკო ჰყავს, ლელას და მამულიჩას კი ჰარომონიული ურთიერთობა აქვთ.
წყვილი სოციალურ ქსელში სხავდასხვა სახალისო ვიდეოს ხშირად აქვყნებს.
View this post on Instagram
View this post on Instagram
უკვე ვერავის წარმოუდგენია ლელა მამულიჩას გარეშე და პირიქით. საქმესაც ერთად აკეთებენ ასევე ძალიან ბევრი წელია. ამ ხნის განმავლობაში მათზე არაერთი ჭორი გავრცელებულა, მათ შორის წყვილის დაშორებაზეც, თუმცა მათმა სიყვარულმა წლებს გაუძლო.
რაც შეეხება მამულიჩას პროდუსერობას, ის დღეს ერთ-ერთი წარმატებული პროდუსერია და ამბობს, რომ წარმატებული მომღერალი პროდუსერის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
View this post on Instagram
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️
გიორგი გასვიანსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა - ინტერვიუ წყვილთან
ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე