Digest Logo

2 ქორწინება, ტრანსვესტიტების შეთავაზება და საოჯახო ბიზნესი - როგორ ცხოვრობს აგნესა

1613723502
აგნესა

თამამი ჩაცმულობა, სექსუალური ტანი და კლიპები ცნობილ რეპერებთან - დიახ, ეს 90-იანების ცნობილი ვარსკვლავი აგნესაა.

მისი სიმღერები დღემდე პოპულარულია და მსმენელს ძველ დროს ახსენებს.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება ახლა მომღერალი და რას საქმიანობს. ამ თემასთან დაკავშირებით აგნესა ჟურნალისტებთან,

თავად საუბრობს.


ახალი პროფესია

თავდაპირველად ერევანში წავედი, სადაც მონაწილეობა მივიღე იქაურ მუსიკალურ პროექტში. ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ვერ გავიმარჯვე. მამაჩემი ცხოვრობს სამარაში და ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი მასთან. ერევნიდან სწორედ მამასთან წავედი.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ვარ: როცა რაღაც საქმეში მაქსიმუმს ვაღწევ, ვიცვლი გადაწყვეტილებას. ახლა ბიზნესში ვარ ჩართული. მამაჩემს რესტორანი აქვს სამარაში, რომელსაც ვხელმძღვანელობ.

რაც შეეხება კონცერტებს, სამარაშიც ხშირად არის კონცერტები, აქ ბევრი მეგობარი, ნაცნობი მყავს. მოსკოვთან შედარებით სამარა პატარა ქალაქია. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. იციან, რით ვარ დაკავებული, სატელევიზიო არხებზეც ტრიალებს ჩემი კლიპები და ხშირად მიწვევენ ხოლმე. სამარაში ძალიან გემოვნებიანი მაყურებელია და ყველაფერი მაღალპროფესიონალურ დონეზე ტარდება.

მეორე ქორწინება

ჩემი ქმარი ბიზნესმენია, ავეჯის საწარმო აქვს. გვყავს შვილი – გაბრიელი. მინდოდა, ბავშვისთვის წმინდანის სახელი დაგვერქმია და როცა დაიბადა, მამა გაბრიელის პატივსაცემად დავარქვი გაბრიელი.

ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო. ბავშვის აღზრდას რაც შეეხება, ძირითადად მე ვზრდი, დედამთილიც მეხმარება და იშვიათად გვჭირდება ძიძა. გაბრიელს ვასწავლი ქართულად საუბარს...

მას მერე, რაც ჩემი შვილი წამოიზარდა, უფრო მეტი დრო მაქვს ჩემი ბიზნესისთვის და გადავწყვიტე, სიმღერაც გავაგრძელო.

არტიომა: აგნესა რომ დავინახე ერთ ადგილას გავჩერდი, არ შემეძლო გადაადგილება, არ ვიცოდი‚ რა გამეკეთებინა. ვფიქრობდი: რომ მივიდე, რა ვუთხრა-მეთქი. მაგრამ ისე წავიდა‚ გაცნობა ვერ მოვახერხე. 2-3 კვირის შემდეგ დაბადების დღეზე მივედი და იქ არ დავინახე?! სუფრასთან იჯდა. ვთქვი: ახლა შანსს ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან-მეთქი და გავიცანი.

აგნესა: საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და სალაპარაკოც გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა‚ მეც მაშინვე მომეწონა.

არტიომა: მერე წავედით სავახშმოდ, დაახლოებით 4 საათი ვიყავით ერთად და ყველაფერი გასაგები გახდა: ეს ადამიანი იყო „ჩემი“.

აგნესა: ყველანაირ თემაზე ვისაუბრეთ. სერიოზული, საქმიანი ადამიანია, ნამდვილი მამაკაცი. როცა რაღაც თემაზე ვესაუბრებოდი, ვფიქრობდი: ნეტავ, ასე თქვას, ასე მოიქცეს-მეთქი და ზუსტად ისე ამბობდა, იქცეოდა – თითქოს მისმენდა და იმას აკეთებდა, რისი დანახვაც მინდოდა მასში. ყველაფერს ძალიან ლამაზად აკეთებს.

გართობა

ძალიან მიყვარს მოგზაურობა და წელიწადში სამჯერ მაინც უნდა გავიდე ქვეყნიდან, რადგან განტვირთვა და სიახლე მჭირდება.

როგორც კი სადმე ჩავდივარ, მაშინვე რამდენიმედღიან ტურებს ვყიდულობ და იქაურობას ვათვალიერებ, საღამოს კლუბებში მივდივართ.

მაინც სულ სხვა დონე, სხვა ხალხია, ერთი და იგივე სახეებს ვერ ნახავ. ყველაფერს ვაკვირდები: როგორ აცვიათ, რას უსმენენ და შემდეგ ამას ვითვალისწინებ, კორექციები შემაქვს ჩემს გარეგნობაში.

არ მიყვარს ერთფეროვნება და მოგზაურობა ამ ყველაფერში გეხმარება, გცვლის, რაღაცეებს სწავლობ. მერე თავგადასავლებშიც ეხვევი: ხან რეისზე მაგვიანდება, ხან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ და მერე სიცილით ვიხსენებ.

ტაილანდი არასდროს დამავიწყდება. ორი კვირა ვიყავით და ვტიროდით – არ გვეყოო, რადგან ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით. ტაილანდური მასაჟი ხომ საოცრებაა, ყოველდღე ვიკეთებდით.

ქუჩაში რომ დადიხარ‚ ყოველ ნაბიჯზე ტრანსვესტიტები გთავაზობენ მასაჟის გაკეთებას. ძლივს ვიპოვეთ ერთი გოგონა, რომელიც მასაჟს გაგვიკეთებდა.

ინტერვიუ აგნესასთან:

- მაშინ როცა კარიერის პიკზე იყავით, მოულოდნელად მიატოვეთ ყველაფერი და წახვედით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. რატომ?

- თავდაპირველად ერევანში წავედი, სადაც მონაწილეობა მივიღე იქაურ მუსიკალურ პროექტში. ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ვერ გავიმარჯვე. შემდეგ ამერიკაში მიგვიწვიეს რამდენიმე მონაწილე, მაგრამ მე ვიზა არ მომცეს. მამაჩემი ცხოვრობს სამარაში და ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი მასთან. ერევნიდან სწორედ მამასთან წავედი.

- ცნობილია, რომ მეორედ დაოჯახდით. ვინ არის თქვენი ქმარი?

- ჩემი ქმარი ბიზნესმენია, ავეჯის საწარმო აქვს. გვყავს შვილი - გაბრიელი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო.

- არ გენატრება პოპულარობა?

- როგორ არ მენატრება. ახლა როცა ჩამოვდივარ, მეგობრები ვიკრიბებით და სულ ვიხსენებთ ძველ კარგ დროს. სამწუხაროდ, როგორც ვიცი, ახლა ისეთი აქტიური აღარაა ქართული შოუბიზნესი, როგორიც ადრე იყო.

- გყავს შოუბიზნესიდან მეგობრები?

- რა თქმა უნდა, ბევრთან ვმეგობრობ დღემდე. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რამდენიმე მათგანთან ახლაც ვურთიერთობ.

- როგორ ფიქრობ, შენი პოპულარობა შენმა თამამმა სამოსმა ხომ არ გამოიწვია?

- არ ვფიქრობ, რომ ჩაცმულობის გამო გავხდი პოპულარული. უცხო კლიპები მქონდა, თან სამარაში გადაღებული, სიმღერებიც რიტმული იყო, ვაკეთებდი განსხვავებულ პრეზენტაციებს და ამან მომიტანა პოპულარობა. ჩაცმულობას რაც შეეხება, სცენაზე და ცხოვრებაში ერთნაირად ვერ ჩაიცვამ. სცენას უხდება ლამაზი და ბრჭყვიალა სამოსი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

სამართალდამცველს ცოლი მოუკლეს და მკვლელობის ადგილას თავად გამოიძახეს - სისხლიანი შურისძიება

სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია