სერიალი „დეტექტივები“ ხომ გახსოვთ? ყველაზე სიმპათიური დეტექტივი რომ იყო, მთელი საქართველო მასზე რომ გიჟდებოდა, ეგეც, ხომ გახსოვთ?
დიახ, ის მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში სასურველი სასიძო იყო. ჰო, იყო, რადგან ახლა ის დაქორწინებულია და 2 შვილის მამაა.
დღეს სწორედ მის სკანდალურ პირადზე გიამბობთ.
გაჭირვება
თბილისში რომ ჩამოვედი, პაპის 45-ლარიანი პენსიით ვცხოვრობდი. ეს იყო ფული, რომელიც ყველაფერში უნდა მყოფნოდა და პლუს ჩემი 20-ლარიანი სტიპენდია. ბევრი გულისტკენა მახსოვს. ეგ კი არა, თეატრალურში რომ ვსწავლობდი, ჯგუფელებთან ერთად ქუჩის მეორე მხარეს ვერ გადავდიოდი და აქეთ ვრჩებოდი. იმიტომ რომ, იმ მხარეს სახაჭაპურეები იყო, რისი ფულიც მე არ მქონდა.
მართლმადიდებელი ადამიანი ვარ და 12 წელი სტიქაროსანი ვიყავი. დედაჩემი 90-იანებში „კერასინკასთან“ ქსოვდა, კერავდა და მერე ყიდდა, რომ ჩემთვის საჭმელი ეჭმია. მაგრამ შვილისთვის დროს ყოველთვის პოულობდა. ამიტომაც, არ მესმის, როცა ბავშვს ძიძა უფრო უყვარს, ვიდრე დედა. მე ამას ვერ შევეგუები.
ლევანი და სალომე
„მე და სალომეს საერთო სამეგობრო წრე გვყავს და სხვადასხვა ადგილას შემთხვევით ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მას ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან....
ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები ჩვენ შორის – სიყვარულისკენ. გარდა იმისა, რომ მომხიბვლელი, ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, პირველი, რაც სალომეში ძალიან მომეწონა, ისაა, რომ სულ შვილზე იყო გადართული“- იხსენებდა მსახიობი.
2017 წელს გავრცელდა ჭორი, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი შეყვარებულს, მომღერალ სალომე წვერაიძეს დაშორდა.
„ჩემი და სალომეს დაშორების ამბავი მართალია. სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, ალბათ, ამოიწურა საჭირო რესურსი და ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, ყველაფერი დამთავრდა. ერთმანეთს ყოველგვარი სკანდალის გარეშე, ძალიან ცივილიზებულად დავშორდით.
მე თვითონ უმამოდ ვარ გაზრდილი. მასთან ურთიერთობა არ მქონია და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია. ამიტომაც, ოჯახის შექმნის საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები. მიმაჩნია, რომ ბავშვი სრულყოფილ, ტკბილ და თბილ ოჯახში უნდა გაჩნდეს“,- ამბობდა ჯიბღაშვილი.
მაღალჩინოსანი მეჯვარე და ქორწილი
2019 წელს ჯიბღაშვილმა ცოლი მოიყვანა. წვეულებას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ლევან ჯიბღაშვილმა და სალი სულხანიშვილმა, რომელიც ბიზნესმენის პირველი შეყვარებული იყო, ქორწილი რესტორან „გუჯარში“ გადაიხადეს.
საქორწინო ცერემონიალს წინ უძღოდა, წყვილის ვაჟის მიქაელის ნათლობა. ნათლობის შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა, შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლა.
ლევანს ქორწილში სამი მეჯვარე ჰყავდა, მისი ერთ-ერთი მეჯვარე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძეა, რომელმაც საზოგადოებას თავი, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკა მელიასთან დაპირისპირებით დაამახსოვრა.
შვილები
სალი სულხანიშვილი და ბიზნესმენი მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას ლევანის სიმამრის სახელი აკაკი დაარქვეს.
ნონა ჯიბღაშვილი:
„სალომემ 11 ნოემბერს თბილისში იმშობიარა. დედაც კარგად არის და პატარაც. ძალიან კარგი ბიჭი გვყავს. ლევანი ბედნიერი და გახარებული მამაა. პირველ შვილს ბაბუის, მამაჩემის სახელი მიქაელი დაარქვა, მეორე შვილს, სიმამრის სახელი - აკაკი. პატარა ჯერ არ მინახავს, მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში ვმუშაობ და კორონავირუსის გამო, მაინც თავს ვიკავებთ“.
განშორება?
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს დაშორდა. სალომე (სალი) სულხანიშვილზე მსახიობმა ორი წლის წინ იქორწინა. ის "აკვა პარკის" მეპატრონის, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.
ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, ის მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა. საბოლოოდ ლევანმა, ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ, ცოლად სალომე მოიყვანა.
მსახიობის დედამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა.
ნონა ჯიბღაშვილი:
„რას ამბობთ, რა ცოლს დაშორდა, დასასვენებლად არიან ერთად და სამ თვეში მეორე შვილი შეეძინებათ. გადასარევად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახი აქვთ. საუკეთესო რძალი მყავს, გარეგნობით, ხასიათით...“
ლევანი და ნანიკო
ლევანიმ ნანიკო პირველი შეყვარებულის გამო მიატოვა. ის საზოგადოებამ, როგორც ლევანის საცოლე ისე გაიცნო, თუმცა ამაოდ.
ნაცარიშვილმა ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან ლევან ჯიბღაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოებიც წაშალა.
ლევანმა და ნინიკომ ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს. წყვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მათ თებერვალში ჰქონდათ ნიშნობა.
აღსანიშნავია, რომ ნინიკო ნაცარიშვილმა 3 წლის წინაც შექმნა ოჯახი, მაგრამ ის ქმარს მალევე გაშორდა.
ნარკოტიკები
პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე სიტყვაც წარმოთქვა: "მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის", - თქვა მსახიობმა.
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. აღნიშნული მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔵24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები