Digest Logo

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბიჭი იყო სასწაული, ასეთი შვილი არ ჰყავდა დასაკარგი საქართველოს“ - მამა ნექტარიოსი

1632288949
მამა ნექტარიოსი

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია 21 სექტემბერს დაკრძალეს.

მამა ნექტარიოს მჭედლიძე გარდაცვლილი ბიჭის შესახებ ჰყვება და ამბობს, რომ სრულიად უცხო ბებოს სამგორში 3 თვის ქირა გადაუხადა, მისი თქმით სულ ცდილობდა კეთილი საქმე ეკეთებინა ნიკოს.

„მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ ასაკში ამდენი ქველმოქმედება… სულ ცდილობდა, დაფარული ყოფილიყო, უბრალოდ ეს იყო აღზრდილი შვილი კეთილი. სამგორში სამი თვის ქირა გადაუხადა ბებოს. დამირეკა, მთხოვა მე გადავუხდი, უბრალოდ არ უთხრა ჩემი სახელიო. ასეთი შვილი არ ჰყავდა დასაკარგი საქართველოს“- ამბობს მამა ნექტარიოსი.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო, ყველამ ვიტირეთ, განსაკუთრებით დედის წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზე....“

🔵„არ მჯერა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში კაკულიას შვილები ურევია, არ მჯერა მე ვერსიის, რომ ეს მამის მკვლელობის გამო შურისძიებაა“ – ავთო გოგიჩაიშვილი

ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ - საცოლის პირველი კომენტარი