Digest Logo

„3 თვის ვიყავი, როცა მამაჩემი სახლიდან წავიდა... გამზარდა კაცმა, რომელიც ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის“ - ტრაგედია აჩი ფურცელაძის ოჯახში

1632163251
აჩი ფურცელაძე

„გამზარდა კაცმა, რომელიც ჩემი ბიოლოგიური მამა არ არის, ბიძაჩემმა. მამაჩემი სახლიდან წავიდა, როდესაც 3 თვის ვიყავი და მას შემდეგ ის მე არ მინახავს“ - ამის შესახებ მომღერალმა აჩი ფურცელაძემ „ფარულ კონვერტში“ განაცხადა. 

მისი თქმით, მამისი ტრაგიკულად დაიღუპა, ასევე 1 წლის წინ გარდაიცვალა ბიძამისიც.

„ბიძაჩემი კრიტიკული იყო, მაგრამ თუ მაქებდა ეს იყო პიკი.“- ამბობს მომღერალი.

აჩი ფურცელაძის თქმით, ბიძამისი საფრანგეთში გარდაიცვალა და თბილისში დაკრძალეს.

„ერთადერთი სასაფლაოა, რომელსაც ძალიან ხშირად ვსტუმრობ. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ კარგი ადამიანი ვარ, ან ცუდი ეს მისი დამსახურებაა“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოსკოვში გამქურდეს… ქეთა თოფურიამ გაიგო და მეორე დღეს კონვერტი გამომიგზავნა...“ - რა ჰყვება აჩი ფურცელაძე

🔵რატომ უხდიან ლაშა ტალახაძის დედას პატიმრები მადლობას და როგორ აკონტროლებდა მას გამომძიებელი დედა - აქამდე უცნობი ამბები