Digest Logo

8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

1622109717
ნიკოლოზ წულუკიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. 

„დაიჯესტი“ დღეს ნიკოლოზ წულუკიძის პირადზე გიამბობთ. გავიგოთ როგორია მსახიობის და ტელეწამყვანის ცხოვრება ეკრანს მიღმა და რა ხდება მის დიდ ოჯახში.

კარიერა

ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენით მონუსხულია. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე გადაცემის წაყვანას ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.

პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. პანდემიის გამო, უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება.

ცოლი

ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობადი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს.

ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არც განიხილავდა.

– როგორ შეიცვალა ოჯახის შექმნის შემდეგ ნიკა წულუკიძე?

– ძირეულად შევიცვალე. როცა ხდები მეუღლე, ორი შვილის მამა, გემატება პასუხისმგებლობა, მოვალეობები, სხვა განცდებით ეგებები ყოველი დღის გათენებას, შენი შვილების თვალებით უყურებ სამყაროს, სხვანაირი სიმშვიდეა ოჯახში დაბუდებული.

ნიკას 2 შვილი ჰყავს გოგო და ბიჭი.

 

„რომ მკი­თხო, რო­გო­რია იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხი, ყო­ველ­გვა­რი გაპ­რან­ჭვის გა­რე­შე გე­ტყვი, რომ ისე­თი, რო­გო­რიც ჩვე­ნი ოჯა­ხია. არ ვტრა­ბა­ხობ, სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნე­თი­სად­მი. ჩვენს ოჯახ­ში არ მახ­სოვს ყვი­რი­ლი. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მამა ექ­ვსი წლით არის უფ­რო­სი დე­და­ზე ან იმი­ტომ, რომ ოჯახ­ში მამა მთა­ვა­რია და დე­დას ეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს. ჩვენც ასე გაგვზარ­და დე­დამ, მა­მის სი­ტყვა კა­ნო­ნი იყო იმ­თა­ვით­ვე.

ჩემი მშობ­ლე­ბი ის­ტო­რი­კო­სე­ბი არი­ან... მე-6 კლა­სი რომ და­ვამ­თავ­რე, მა­მამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრი­ლი მთხო­ვა, დათ­ვა­ლა, რამ­დენ სა­განს ვსწავ­ლობ­დი და მი­თხრა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბას არ გთხოვ, უბ­რა­ლოდ, ამო­ირ­ჩიე ამ საგ­ნე­ბი­დან ხუთი და ყო­ველ­თვის ის­წავ­ლეო. ჩე­მე­ბი არ იყ­ვნენ ისე­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ეგო­ნათ გე­ნი­ო­სი ეზ­რდე­ბო­დათ და ყვე­ლა­ფერს ას­წავ­ლიდ­ნენ: მა­თე­მა­ტი­კას, ქარ­თულს, ცურ­ვას, ცეკ­ვას, ფრე­ნას, ხტო­მას. ამი­ტომ მა­მა­ჩემ­მა იმ­თა­ვით­ვე და­ი­წყო ჩემ­თვის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რა იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის. ის არ მთხოვ­და, ყო­ველ­დღე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლი, თუმ­ცა დღემ­დე მახ­სოვს ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნი. სა­მა­გი­ე­როდ მთხოვ­და მსოფ­ლიო რუ­კის ცოდ­ნას. ყო­ველ­დღე ერთი ქვე­ყა­ნა უნდა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა სად იყო, მეთ­ქვა მისი დე­და­ქა­ლა­ქი, სა­ლა­პა­რა­კო ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა, მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბი და მას­ში არ­სე­ბუ­ლი ზღვა და მდი­ნა­რე­ე­ბი. ამი­ტომ რუკა დღემ­დე კარ­გად ვიცი. ახა­ლი ზე­ლან­დია კან­ფეტს ჰგავ­სო, მას­წავ­ლი­და, იტა­ლია - ჩექ­მა­სო, სა­ბერ­ძნეთს კუნ­ძულ-კუნ­ძულ ას­კინ­კი­ლით შე­მო­ირ­ბე­ნო,“- ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

სახლი

„ეს ბი­ნა დი­დი ხა­ნია გვაქვს და რო­ცა ოჯა­ხის შექ­მ­ნა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­რე­მონ­ტე და მო­ვაწყ­ვე. დი­ზა­ი­ნე­რი არ მყო­ლია. სა­ერ­თოდ, რეტ­რო სტი­ლი მიყ­ვარს. ჩემ­თ­ვის სახ­ლი სიწყ­ნა­რე­სა და სიმ­შ­ვი­დეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც კედ­ლე­ბი სა­დაა, მაქვს ბევ­რი ნა­ხა­ტი, რომ­ლე­ბიც კარგ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით მავ­სებს. ავე­ჯიც ჩე­მი არ­ჩე­უ­ლია. ხის სა­ვარ­ძ­ლე­ბი და ვინ­ტა­ჟის სტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კა­რა­და ბორ­ჯომ­ში წა­სა­ღე­ბად ვი­ყი­დე, მაგ­რამ თეკ­ლა ცო­ლად რომ მო­ვიყ­ვა­ნე, მო­ე­წო­ნა და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თბი­ლის­ში დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ძველ­მო­დუ­რია და კარგ გან­წყო­ბას მიქ­მ­ნის.