ქართველი სექს-სიმბოლო და მსახიობი შორენა ბეგაშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა ყოფილ ქმართან განშორებაზე.
„როცა ევა სტამბულის კლინიკის რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა, ჩემი ქმარი ჩემ გვერდით არ იყო. თვეების მანძილზე იქ ჩვენ მარტო ვიყავით და ის თბილისში ერთობოდა... ეს გრძელდებოდა წლები და მივატოვე“- ამბობს შორენა ბეგაშვილი გადაცემა „შორენას ეფექტში“, რომლის წამყვანიც თავად არის.
როგორც თავად შორენა ამბობს, ის დღეს ძლიერი პიროვნებაა.
„დღეს მე ძლიერი და შემდგარი ქალი ვარ“- ამბობს ქართველი სექს-სიმბოლო.