Digest Logo

ამას პირველად ვამბობ, ეს კაცი შემიყვარდა და მისთვის არ მითქვამს - ია ფარულავა

1624218939
მსახიბი ია ფარულავა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემაში ნოესთან ჰოლივუდში გატარებული პერიოდიდან ეღთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენა. იამ თქვა, რომ მას იქ დენირო შეუყვარდა და ბედნიერი იყო რომ დენირომ ია როგორც მსახიობი შეამჩნია.

„ზოგადად არ ვარ მიზანდასახული ადამიანი, მგონია რომ რაც უნდა მივიღო სამყაროსგან იმას მივიღებ ისედაც, მაგრამ მგონია რომ ჩემი იქ წასვლა ბავშვობაში ჩადებული კოდი იყო, რომელიც განხორციელდა. ამასაც პირველად გეტყვით, როდესაც ჰოლივუდში ვიყავი და იქ რობერტ დენირომ შემამჩნია, მან დიდი სტიმული მომცა, გადავწყვიტე ინგლისურის სწავლა და ზოგადად, ამ გრძნობამ გადამარჩინა. თუმცა დენროსთან არაფერი მქონია და მისთვის ამის შესახებ არც არაფერი მითქვამს. რა თქმა უნდა არც მას გამოუჩენია ინიციატივა თორემ უარს არ ვეტყოდი. ზოგადად ცნობილია, რომ დენიროს ფერადკანიანი ქალები მოსწონს და ზოგადად მას ურთიერთობის მთელი პროტოკოლი აქვს, ქალს უყვება თავისი ბავშვობის შესახებ, დაათვალიერებინებს საოჯახო ალბომს, თუმცა შესაძლოა საერთოდ არც ჰქონდეს სექსი.“