Digest Logo

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის მესამე ვაჟი სკოლაში წავიდა - ნახეთ რას წერს არეშიძე

1601740957
კახა კალაძის მესამე ვაჟი სკოლაში წავიდა

თბილისის მერის, კახა კალაძის და დიზაინერ ანუკა არეშიძის მესამე ვაჟი ვაჩე კალაძე წელს სკოლის მოსწავლე გახდა.

ვაჩეს სწავლის დაწყება დისტანციურად მოუწია, თუმცა ის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად გუშინ ჩაერთო, ამის შესახებ ანუკიმ პირად ინსტაგრამზე დაწერა.

ერთ-ერთ ფოტოზე ანუკიმ ისიც დაწერა, რომ ამიერიდან ვაჩეს თავისუფლება და სარწყავებით თამაში დასრულდა.

ინფორმაციისთვის, წყვილს, რომლის მიმართაც საზოგადოების მხრიდან ინტერესი ყოველთვის მაღალია 4 შვილი ჰყავთ, ანუკი და კახი სოციალურ ქსელში საზოგადოებას თავიანთი ცხოვრების მნიშნველოვან დეტალებს ხშირად უზიარებენ.