ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ბევრს მისი დახვეწილი გემოვნება და იმიჯი ძალიან მოსწონს. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანუკისა და თბილისის მერის, კახა კალაძის წყვილი ბევრისთვის მისაბაძია.
წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს.
ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა გამომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა:
„ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა.
არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გასწვდება თქვენს კოლექციას“, - წერია კომენტარში.
View this post on Instagram