ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს რომ არ შეიძლება, როცა დედამთილი ან მამამთილი არ უყვართ და მაინც დედასა და მამას ეძახიან.
მან უპასუხა კითხვას, მიაჩნია თუ არა მიზანშეწონილად დედამთილისთვის დედის დაძახება.
„არ მიმაჩნია სწორად. მისაუბრია გოგონებთან, რომლებიც ძალიან პატარები თხოვდებიან, ქმრის ოჯახში იზრდებიან და დედამთილს დედას ეძახიან, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე ერთი დედა მყავს და დედას ყოველთვის მას დავუძახებ. ეს დედამიწაზე ყველაზე წმინდა ურთიერთობაა. ისიც არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ. სიყვარული და პატივისცემა ბევრნაირად შეიძლება გამოხატო და ხშირად რძლებს ძალიანაც არ უყვართ დედამთილ-მამამთილები, მაგრამ მაინც დედასა და მამას ეძახიან “, – განაცხადა გვანცა დარასელიამ.
აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️