Digest Logo

„არაპროფესიონალური იმიჯი“ - კაცები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს

1604419994
ცნობილი კაები

სტერეოტიპი — ზეტმეტად განზოგადებული რწმენა ხალხის გარკვეული კატეგორიის შესახებ - ასეთია სტეროტიპის განმარტება ვიკიპედიაში.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვიკიპედია არ ცრუობს და საზოგადოებაში კონკრეტული პროფესიის წამომადგენლების მიმართ არსებობს წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენა.

ძნელი სათქმელია ადამიანების წარმოდგენას ერგება ინდივიდი თუ პირიქით, ადამიანების წარმოდგენა იქმნება პროფესიის წარმომადგენლის დახასიათებიდან გამომდინარე... სანამ ამ საკითხში „ჭეშმარიტებას“ მივაგნებთ, მანამდე გაგაცნობთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში სტერეოტიპები ნამდვილად დაანგრიეს.

1. „არ მეგონა მასწავლებელი ტუალეტში თუ დადიოდა“, - ალბათ ხშირად გაიგონებდით თქვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან ამ ფრაზას. ასეთი დამოკიდებულება კი გვაფიქრებინებს, რომ პედაგოგები, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მშობლებისგან, ძალიან დისტანცირებულები იყვნენ.

განათლების სფეროში არც ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცებს შეხვდებოდით ხშირად, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. ახლა საკუთარ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან მეგობრობა წარმოუდგენელი აღარაა. ამის მაგალითი სკოლის პედაგოგი ახალგაზრდა იოანე ჯანიაშვილია.

ის საკმაოდ ცნობილი, ახალგაზრდა, სიმპათიური და ამასთან მოსწავლეებისთვის საყვარელი პედიაგოგიცაა.

mastsavlebeli_o_h.jpeg

2. ექიმი არჩილ მარშანია - თუ ექიმი, მხოლოდ სამედიცინო კაბინეტში თეთრხალათში გამოწყობილი საათვალეებიანი ტიპი გგონიათ ძალიან ცდებით.

ექიმებსაც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჰობით, მიდრეკილებებით, იმიჯითა და ცხოვრების სტილით. ამის მაგალითად შეგვიძლია ექიმი არჩილ მარშანია მოგიყვანოთ, ის ბევრს მოგზაურობს, ორიგინალური იმიჯით გამოირჩევ და სხვათა შორის, თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ტატუიანი ექიმის კაბინეტში არ შევა, სჯობია აქედანვე იცოდეთ, რეანიმატოლოგად მარშანია არ გამოგადგებათ.

archil-marshania_o_h.jpeg

3. მღვდელი მამა პეტრე კვარცხელია - დარწმუნებული ვარ, მღვდლის ფეიბუკზე დანახვა უკვე აღარავის უკვირს და არც უფალს აუკრძალავს მათთვის, ინტერნეტის, მობილურისა და სოციალური ქსელებით სარგებლობა ,თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მღვდლის ინტერნეტსივრცეში გომოჩენა ლამის მკრეხელობად მიიჩნეოდა.

„ფეისბუკის“ მომხმარებელ სასულიერო პირებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული მამა პეტრე კვარაცხელიაა. მას „სელებრითი მამაოც“ კი შეარქვეს. ის არა მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობით, ზოგადად მისი იდეებითაც ანგრევს სტერეოტიპებს.

mama-petre_o_h.jpeg

4.გიორგი მარგველაშვილი - ვის უნახავს ქართველ პრეზიდენტს, კარტოფილი საკუთარი ხელით მოჰყავდეს, სუპერმარკეტის რიგში, „ჩვეულებრივ მოკვდავებთან“ ერთად იდგეს ან მისი ჰობი ქსოვა იყოს, თან რეპსაც უსმენდეს?

საქართველოს, გიორგ მარგველაშვილის სახით ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა. იმას, რასაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს უარყოფითად უთვლიდნენ, სინამდვილეში საზოგადოებაში ძალიან დადებითად წარმოაჩენდა.

მარგველაშვილი დარჩა თავისუფლების მოყვარულ, თავისებურ ინდივიდად, რომელმაც ნამდვილად დაანგრია სტერეოტიპი, თან არაერთი.

giorgi-margvelashvili_o_h.jpeg