მომღერალი რატი დურგლიშვილი საზოგადოებამ „დუეტი ჯორჯიათი“ გაიცნო. მაკასა და რატიზე ყოველთვის დიდი მითქმა-მოთქმა იყო, ყველას ეგონა რომ ისინი ერთად იყვნენ მაგრამ ამაოდ. როგორც თავადვე ამბობდნენ ძალიან კარგი მეგობრები არიან.
ჰოდა, რატი რადგან ერთ-ერთი სიმპათიური სასიძოა და თანაც თავისუფალი, დღეს მის შესახებ გიამბობთ. როგორც თავად ჟურნალისტებთან საუბრობს, ძალიან დამთმობი და მოსიყვარულეა პირად ურთიერთობებში...
აზარტული თამაშები და ვალები
სამწუხაროდ, კაზინოში დავდიოდი, ოღონდ არა მოგების მიზნით, გონებრივად სხვაგან გადართვა მჭირდებოდა. ბევრი არც არასდროს მომიგია და არც წამიგია, უბრალოდ, მომწონდა ის პროცესი, როცა სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი თამაშის გარდა. ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი იმ გაგებით, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე, აღარ მივსულიყავი, აღარ მეთამაშა და არც მივსულვარ.
დაახლოებით 15 წლის წინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ბანკთან კონტაქტი, შემეცვალა შეხედულებები, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ მქონოდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა მაქვს...
პირველი მანქანა ბანკიდან გამოტანილი სესხით ვიყიდე, მართალია, ნახევარზე მეტი დედაჩემმა გადამიხადა, მაგრამ მაინც ჩემი ერქვა. საერთოდ, მიყვარს ყველაფრის ჩემით კეთება, როდესაც ვინმე მეხმარება ან ერევა, მერე გულს ვიცრუებ.
მამის ავადმყოფობა
კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილს, რთული დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც რატიმ მამა სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანა.
„მამაჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეექმნა და ოჯახს 4 თვით, თურქეთში გადასვლა მოგვიწია. იქ ვმკურნალობდით. ეს ამბავი არ გახმაურებულა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ცუდად სარგებლობენ. სოციალურ ქსელში ფოტოებს აზიარებენ და სხვების ნაცვლად დახმარებას ითხოვენ. ეს რომ აგვერიდებინა თავიდან, ისე წავედით სამკურნალოდ, საერთოდ არაფერი ვთქვით. მამას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა,“ – ამბობდა რატი ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში.
სასიყვარულო ურთიერთობა ამერიკელ აურელიასთან
2015 წელს გავრცელდა ჭორი, რომ რატი ამერიკელ მანდილოსანზე ქორწინდებოდა.
არადა რატი უცხოელი პროდიუსერების მიწვევით ამერიკაში იმყოფებოდა კლიპის გადასაღებად.
მომღერალმა გადაღებების ამსახველი ფოტოები „ფეისბუკზე“ ატვირთა.
მის ერთ-ერთ კლიპში ამერიკელი ლამაზმანი აურელია სკეპერსი მონაწილეობდა. სწორედ მასთან გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა მითქმა-მოთქმა და რატიც დააქორწინეს.
სასიყვარულო გატაცება
მყვარებია, ალბათ, აკადემიაში სწავლის პერიოდში, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე დავშორდით – თვითონ ეჭვიანობდა. ზუსტად არ ვიცი, იყო თუ არა ეს სიყვარული, მაგრამ ფაქტია, რომ მახსოვს. სიყვარული ხომ ყოველ წამს აბედნიერებს ადამიანს, სამყაროს ფერს უცვლის... ძალიანაც მომწონს, ადრეულ ასაკში რომ ქორწინდებიან, ვიდრე ყველაფერზე ფიქრს და გაანალიზებას დაიწყებენ. შეიძლება, ინგრევა ასეთი ოჯახები, მაგრამ ის პერიოდი ხომ მაინც ლამაზად რჩებათ.
ისე, ჩვენს ოჯახში გვიანი ქორწინება თითქოს ტრადიციაა. ყველა გვიან დაქორწინდა, მამა თითქმის 40-ის იყო, ამ ასაკში დაოჯახდნენ ჩემი მამიდაშვილები, ბიძაჩემი... ახლაც, ამერიკაში, ერთი ძალიან საყვარელი და სასაცილო გოგონა გავიცანი, ლამაზი უცხოელი მანდილოსანი, მხიარული და, ამავდროულად, ძალიან სერიოზული...
სახიფათო შემთხვევა
2016 წელს რატი დიდი საფრთხის წინაშე იყო და სასწაულებრივად გადარჩა. მისი კუთვნილი ავტომობილი, რითაც გადაადგილდებოდა აალდა. რატიმ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და სასწაულებრივად გადარჩა.
ქალზე ძალადობა?
2016 წელს რატი ახალ კლიპზე მუშაობდა და სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა. ფოტოები კლიპისთვის იყო გადაღებული, სადაც რატი ქალზე ძალადობდა.
სწორედ ამას მოჰყვა ერთი ამბავი და რატი ქალის ძალადობის გამო გააკრიტიკეს. შემდეგ რატიმ ახსნა რომ ეს ყველაფერი კლიპის გადაღების პროცესი იყო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია
🔵დიდი სიცარიელე მაქვს, შვილს თავად ვუთხარი მამის გარდაცვალების ამბავი - დეკანოიძის უცნობი ისტორია
🔵2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი