მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო, მაგრამ ეს სასცენო წყვილი დაიშალა. მაკა ზამბახიძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა 37 წლის მომღერლის ცხოვრება ყვითელი პრესისთვის ყოველთვის საინტერესოა.
ზამბახიძე სამჯერ იყო დაქორწინებული, ამ სტატიაში სწორედ მაკა ზამბახიძის ქმრებს გაგაცნობთ.
🔘ნოდარ ჩიტაძე
მომღერლის პირველი ქმარი მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძეა, ის მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნების ცნობილ ქსელში „Хинкальная“-ში მღერის.
როგორც ცნობილია ის ანსამბლ „აკაპელა-საქართველოს“ სოლისტია.
ნოდარ ჩიტაძემ მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა, ის რუსეთში ცხოვრობს და საყვარელი ქალისგან ვაჟი ეყოლა.
მაკას და ნოდარს ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც სალომე ქვია. ის მშობლების კვალს გაჰყვა და დღეს საკმაოდ წარმატებული მომღერალია.
ვინ არის მაკა ზამბახიძის შვილი და რა აკავშირებს მას ლელა წურწუმიასთან - ფოტოამბები
🔘ვახო ჭუმბურიძე
მომღერლისთვის პირველი ქორწინება წარმატებული არ გამოდგა და მეორეჯერ ბანკირ ვახო ჭუმბურიძეზე დაქორწინდა.
წყვილი, ხალხში დიდი სიმპატიით სარგებლობდა, ისინი ყველგან ერთად დადიოდა და მათი ერთმანეთის გარეშე ყოფნა საზოგადოებისთვის უჩვეულო იყო.
„მე შენ მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდენია. უშენოდ ჩემი ცხოვრება ცარიელი ფორმატის ფურცელია. შენ მე დამანახე და მასწავლე თუ რა არის ერთგული სიყვარული და გვერდში დგომა.
შენ შეავსე ჩემი ცხოვრების ცარიელი სული და გაყინული გული გამითბე. მიყვარხარ უზომოდ, ჩემი ცხოვრება ხარ და ჩემი ყველაფერი.
პ.ს. წავედი ეხლა. დავრეცხავ ჭურჭელს და მივალაგებ სახლს და სადილს მოგიმზადებ. გაკოცე ბევრი“- წერდა ვახო სოციალურ ქსელში.
მათი ოჯახური ურთიერთობა 5 წელზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა წყვილმა რომანი 2015 წელს დაასრულა და მათი გზები გაიყო. ვახომ სხვა ქალზე იქორწინა და მაკამაც მალევე მისი რჩეული იპოვა.
🔘მიხეილ ჩოხელი
მომღერალი მაკა ზამბახიძე 2017 წლის ოქტომბერში მესამედ გათხოვდა, მისი რჩეული ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია, რომელიც მაკაზე 7 წლით უმცროსი გახლავთ.
მაკა ზამბახიძემ მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ, გადაწყვიტა პირად ცხოვრებაზე სახალხოდ არასდროს ელაპარაკა და ამ პირობას არც არღვევს, უფრო მეტიც, ის აქამდე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც კი არ აქვეყნებდა.
მიხეილ ჩოხელს მაკა ზამბახიძის მეგობრებთან და თინეიჯერ ქალიშვილთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
ის „იქს ფაქტორის“ ქასთინგზე სალომე ჩიტაძეს (მაკას ქალიშვილს) განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა, სალომეს და მიხეილის კარგი ურთიერთობა აქვთ.
მიხეილ ჩოხელი მეგობრობს მაკას პროდუსერთან კახა მამულაშვილთან და ლელა წურწუმიასთან.
სხვა ამბები⤵️
ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს
პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე
ქმარს გაშორებული ანა მარგველაშვილი, მარტოხელა დედობა და სხვა სკანდალები ექს-პრეზიდენტის შვილზე