Digest Logo

ბათუმის მერობა, მარიხუანისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია, სომეხ მსახიობზე ქორწინება - კახაბერის სკანდალები

1613315038
კახაბერი

„კახაბერი და ხანუმები“ ხომ გახსოვთ, ჰოდა, დღეს სწორედ კახაბერის, კახა ცისკარაძის სკანდალების შესახებ გიამბობთ, რომლის შესახებაც თავად საუბრობს ჟურნალისტებთან.

კახაბერი ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული იმიჯით ჩნდებოდა ტელეეკრანებზე, რითაც ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევდა.

მისი შეხედულებები სხვადასხვა სენსიტიური თემის მიმართ კი ბევრისთვის გამაღიზიანებელი იყო.

🔘 ბათუმის მერობა

მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის ბრძოლობდა. ის მერობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იყო, თუმცა ვერ გაიმარჯვა.

„პოლიტიკა ჩემი ერთ-ერთი საინტერესო პროექტი იყო. პირველივე განაცხადი გამარჯვებით ვერ დამთავრდებოდა და მე ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. არ ვაპირებდი საარჩევნო დაპირებების გაკეთებას, დეკრიმინალიზაციისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია ჩემს პროგრამაში არ შევიდოდა, ეს ჩემი საქმე არაა.

ეს იყო განაცხადი, თუნდაც იმისთვის, რომ ეს თემა განხილვადი ყოფილიყო. მთავარი ის კი არ იყო, რომ მე პოლიტიკაში წავედი, რის გამოც ხალხი ისტერიკაში ვარდება ხოლმე, ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავდა, რომ მე განაცხადი გავაკეთე არა პოლიტიკაში შესვლაზე, არამედ ბათუმის მერის თანამდებობის გამოტანაზე პოლიტიკური პოზიციიდან.

ბათუმის მერი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, ეს იყო ჩემი მიზანი. ჩემი პროგრამა მინიმუმი კახაბერისა და კახაბერის იდეების პიარი იყო, რაც ძალიან კარგად შესრულდა და ამ არჩევნებში ჩემმა მონაწილეობამ ჩემდამი უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია.

კომერციული თვალსაზრისითაც რომ შევხედოთ, ძალიან კარგი შედეგი მივიღე, რადგან იმ ყველაფერზე, რაზეც მე ვმუშაობ, რაც ჩემს სახელს უკავშირდება, ინტერესმა და ფასმა უფრო აიწია.

ასე რომ, ჩემმა ნაბიჯმა გაამართლა. არჩევნებზე მე თანხაც კი არ დამიხარჯავს და ამ ფონზე ავიღე ერთი პროცენტი პირველივე განაცხადზე, რაც ცოტა არაა და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია იყო საჭირო, რასაც მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად გავითვალისწინებ“,- იხსენებდა მომღერალი.

🔘მარიხუანის ლეგალიზაცია

ლეგალიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ აქედან მიღებული თანხით განათლება, სოციალური დაზღვევა დაფინანსდეს, ხალხს დახმარება და პენსია გაეზარდოს. თუნდაც თვიური ანაზღაურება იყოს მეტი. სწორედ ეს არის ლეგალიზაცია. თავისთავად უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაციაც – ეს ის ეტაპია, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგვევლო. ამაში ჩამორჩენილები ვართ. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეკრიმინალიზაციასთან ერთად, ლეგალიზაციაც მოხდეს. მარტო ამას შეუძლია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის მშვიდობის მცენარე.

მე ვარ ბიჭების მამა და ზუსტად ამიტომ მინდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, რომ ჩემი შვილების განათლება დაფინანსდეს. მთავარია, არა დასჯა, არამედ ახსნა სწორი ფორმით. როცა მამა-შვილს ასეთი ურთიერთობა აქვს, ეს უფრო გასაგებია. დღეს ელემენტარული „გუგლი“ არსებობს და მამას შეუძლია, მარიხუანის შესახებ სრული ინფორმაცია წაიკითხოს და ის გადასცეს შვილს.

არ ვამბობ, რომ მარიხუანა კარგია და მისი გამოყენება საჭიროა. ვგულისხმობ იმას, რომ ამის გამო არ უნდა დაისაჯონ და მისგან დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეიძლება. ნარკოპოლიტიკა მთლიანად გადასახედია.

🔘ლეგალური პროსტიტუცია

პროსტიტუცია, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ არის გაუკონტროლებელი. ცუდია, რომ სკოლაში მაღალი კლასის მოსწავლეებს არ აძლევენ განათლებას, როგორ დაიცვან თავი და საერთოდ, როგორ ხდება სექსუალური ურთიერთობა. საჭიროა, სკოლაში იყოს სექსოლოგი, რომელიც გაანათლებს ახალგაზრდებს. შესაძლოა, ცოტა ხანში ჩვენი ერი აღარ არსებობდეს. აუცილებლად უნდა ავხადოთ ფარდა ტაბუდადებულ თემებს, რაც ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოხმარდება. რა გვინდა ვთქვათ – ჩვენს ქვეყანაში სექსი და პროსტიტუცია არ არის?

სამწუხაროა, რომ სწორედ ისინი, ვინც ასეთ დაწესებულებებში დადიან, უპირველესად, ებრძვიან პროსტიტუციის ლეგალიზებას. არადა, ეს თემა რომ ლეგალიზებული იყოს, მაშინ პროსტიტუციის მსახურებს სამედიცინო დაზღვევაც ექნებათ, მათი ჯანმრთელობის გადამოწმებაც მოხდება. ადამიანი რასაც უნდა, იმას უზამს საკუთარ თავს და სხეულს, მაგრამ ლეგალიზაციის შემთხვევაში, მომხმარებელი დაცული იქნება. დღეს პროსტიტუცია არსებობს, მაგრამ არასწორი ფორმით, რაც მომავალში ჩვენი თაობის დაღუპვას, უშვილობას და ბევრ საშინელ პრობლემას გამოიწვევს.

🔘სომეხ მსახიობზე ქორწინება

კა­ხა­ბე­რი, რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2019 წელს მო­ექ­ცა. იქა­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ხა­ბერ­მა Comedy Woman-ის მსა­ხი­ობ­ზე ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­ზე იქორ­წი­ნა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წელს და­ი­წყო.

ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი 1978 წელს თბი­ლი­სე­ლი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა 14 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ეპ­რი­კი­ა­ნის ოჯახ­მა რუ­სეთ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ნა­ტა­ლი­ამ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კოს-ეკო­ნო­მის­ტია.

2006 წელს ნა­ტა­ლი­ამ იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტი Made in Woman შექ­მნა, რო­მე­ლიც "ტე ენ ტე"-ს არხზე 2008 წლის 21 ნო­ემ­ბერს გა­ვი­და და სა­ხე­ლიც შე­ეც­ვა­ლა.

სწო­რედ ეთერ­ში გას­ვლი­სას ეწო­და პრო­ექტს Comedy Woman. ნა­ტა­ლი­ას ჰყავს ძმა გა­რი­კა, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

დაყადაღებული ბინა, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები - ზურა დოიჯაშვილის პორტრეტი

მწერი საწოლებსა და ტანისამოსზე იყო შესეული, სხეულის ქავილისგან სისხლი მდიოდა - პატიმარი

„შაჰი სანდრო ჟორჟოლიანი და მისი ჰარამხანა“