Digest Logo

ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა - თამარ მაყაშვილი

1618321112
მსახიობი თამარ მაყაშვილი

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ამბავი „ფარულ კონვერტში“ გაამხილა. ნინუცამ აღიარა, რომ როდესაც მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო მას ქმარი ხშირად სცემდა, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო.

ნინუცას დედას, ცნობილ მსახიობ, თამარ მაყაშვილს fortuna.ge ექსკლუზიურად დაუკავშირდა და ამ ამბის შესახებ მოსაზრება მისგანაც მოისმინა.

რუსთაველის თეატრმა ახლახან დაგმო ოჯახური ძალადობა… კომენტარებში კი ბესო ზანგურის გათავისუფლებას ითხოვენ…

ინტერნეტსივრცეში ნაკლებად ვარ, ამიტომ ეს განცხადება არ მინახავს. დიდი ხანია, ბესო გასათავისუფლებელია, მე რომ მკითხო, მაგრამ მე არავის საქმეში არ ვერევი, თვითონ იციან თავიანთი საქმე. ყველას მოუწევს პასუხისგება, როცა დრო დადგება… რამდენად ვერგებით ევროპულ სტანდარტებს, არ ვიცი, ამის გამო რომ გაათავისუფლონ… მათი გადასაწყვეტია, გაათავისუფლებენ თუ არა. ამაზე კომენტარი ნამდვილად არ მაქვს. მთელი ცხოვრებაა, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ბესო ზანგურის მიმართ. ვართ ასე… თუ ნინუცა დღეს დადის, ლაპარაკობს და იცინის, უმეტესად იმ ოჯახის დამსახურებაა, სადაც ის ცხოვრობს.

იურისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.

ვფიქრობ, რომ 11 წლის მერე ხელების ქნევას აზრი არ აქვს.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ არის სწორი საქმის აღძვრა?

რა გითხრათ. ერთია, როცა მე ვთქვი და ამოვიღე ჩემი გულის ნადები და მეორეა საქმის აღძვრა. თუკი ამას დაიწყებ, მილიონი ამბავი მოჰყვება. საქმე თავის დროზე უნდა აღძრულიყო. ვიღაცას უნდა, რომ ქულა დაიწეროს, რადგან კარგი ადამიანია, იურისტია, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბესო ზანგურს ოჯახი ჰყავს, შვილები და ღმერთმა ისეთი მამა ამყოფოს, როგორიც საჭიროა. ნინუცას მიუწერა ერთმა, ალბათ, იმსახურებდა და ურტყამდაო. ღმერთმა ასეთ ხალხსაც გაუმარჯოს. ძალიან ლოიალური ადამიანი ვარ და არავის არაფერს ცუდს არ ვუსურვებ. 11 წლის მერე თქვა, გულის ნადები ამოიღო და ესეც მისი მოქალაქეობრივი უფლება იყო. დიდხანს იკავა თავი და ბოლოს მაინც გადაწყვიტა, რომ ეს გულიდან ამოეღო. მე ასე ჩავთვალე გუშინ.

აშკარაა, რომ ძალიან გიჭირთ ამ თემაზე საუბარი, რადგან ეს თქვენი ცხოვრების გამოვლილი ტრაგედიაა…

რასაკვირველია. ეს არის მივიწყებული, დავასაფლავეთ, რაც მეტს ვსაუბრობთ, მით მეტად გვტკივა გული. მე როგორ მტკივა და რანაირად, ამაზე ვერ ვისაუბრებ ხმამაღლა. სოფიკო ჰყვებოდა, ვერიკოს რა ტკივილიც ჰქონდა, ასეთი უნდოდა, მაგრამ ღამე ხაოდა თავის შვილზე და დილას გამოდიოდა, ვერიკო იყო, ანჯაფარიძეო… ცუდი შედარებაა, მაგრამ…

ერთს გეტყვით – ბესო ზანგური არის ნაძირალა ადამიანი!.. შეიძლება, კარგი არტისტია, მაგრამ როგორც ადამიანი, ნაძირალაა. მე ეს მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი. ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს აწერს ხელს. ეს მარტო მე არა, მთელმა ქალაქმა იცის. როგორც არტისტს, მას არ ვეხები, მაგრამ მის პიროვნებაზე ეს მოსაზრება მაქვს. მეტი სიტყვა არ მახსენდება. თავის დროზე ვუთხარი. სისულეები ჩემზეც წერა და მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.