Digest Logo

ბოლო ერთი წლის მანძილზე დავკარგე მამა, მამიდა და ჩემი მეუღლის დედა – თეა წულუკიანი

1618170103
თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ოჯახის 3 წევრი გარდაეცვალა. 

„რთული წელი იყო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის, ოჯახებისთვის და აღმოჩნდა, რომ არც ჩემი ოჯახი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ბოლო ერთი წლის მანძილზე ჯერ დავკარგე მამა, შემდეგ მამიდა და სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეუღლის დედა გარდაიცვალა, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახის ბურჯი იყო.

ეს, რა თქმა უნდა, რთულია და მოითხოვს, რაღაცა ტიპის სიმტკიცეს იმისთვის, რომ თან პატარა ბავშვს, რომელიც სახლში გყავს არ აგრძნობინო, რომ ასეთი უბედურება ხდება და ასევე არის ის სამსახური, რომელიც ტურბულენტობით გამოირჩევა. ალბათ ადამიანს გამომუშავებული გამოცდილების შედეგად მეტნაკლებად შეუძლია, რომ საქმეც გააგრძელოს უბედურებების მიუხედავად. ძნელი გასაგებია და გადასატანია ადამიანის სიკვდილი. რამდენჯერაც ძვირფას ადამიანს კარგავ იმდენჯერ თავიდან ჩნდება ეგზისტენციალური ფიქრები“, – თქვა წულუკიანმა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე