Digest Logo

🎥 „ჩემს სათვალეს გამოვიტან აუქციონზე, გავყიდი და 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი“ - მამა პეტრე კოლხი

1641404370
მამა პეტრე

სვეტიცხოვლის დეკანოზი პეტრე კოლხი, გუშინ სოციალურ ქსელში გაძვირებული კომუნალური გადასახადების შესახებ წერდა და აღნიშნავდა, რომ ღატაკი ხალხის ფულით გამდიდრება არავის შერჩება. როგორც თავად აღნიშნავს, ამ თვეში დენის გადასახადი 600 ლარი, გაზის კი 500 ლარი მიუვიდა. 

ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ჩვენი სინათლით სავსე ქალაქი შესაძლოა მალე ჩაქრეს, რადგან მოსახლეობა გადასახადებს ვერ გადაიხდის“ - ამბობს პეტრე კოლხი.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში სასულიერო პირების 90% სიღარიბეში ცხოვრობს და როდესაც სასულიერო პირი უცხოეთში მიდის, ეს არის ერის დეგრადირება.

„მე ვარ ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც საზოგადოება აყვედრის ერთ სათვალეს, მე გამოვიტან ჩემ სათვალეს აუქციონზე და გავყიდი, ამით 1 თვის კომუნალურებს გადავიხდი, მაგრამ იქითა თვეში რა ეშველება ჩემ შვილებს, სხვის შვილებს.

ერის დეგრადირებაა ის, რომ სასულიერო პირი ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში იმის გამო, რომ კომუნალურები და ბანკის კრედიტები გადაიხადოს. ეს არის ტრაგედია და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ“ - ამბობს პეტრე კოლხი.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 VIDEO: ის, რაც ეთერში არ მოხვდა - როგორ იწერებოდა ელის მარია სააკაშვილის სასცენო დებიუტი

🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც არ მემეტება პატარა ბავშვები ორგანოების სავაჭრო ქსელში, მაგრამ გეუბნები რამეს?“ - სკანდალი გრძელდება

🔵„მემუქრები? გამოგიქვეყნებ ფოტოებს, შე ძონძო ბავშვო...“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას შვილს დაუპირისპირდა

🔵„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შეთანხმება მასთან...“ - რას ამბობდა ალექსანდრა პაიჭაძე საყვარელ მამაკაცზე რამდენიმე თვის წინ