ცნობილი ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობარი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დავით სოკოლოვს ურთულესი ცხოვრება ჰქონდა. ის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულების გამო დაისაჯა. ტელევიზიას ჩამოაშორეს, დევნილად აქციეს. წლების განმავლობაში მოხუცთა ჰოსპისში მოუწია ცხოვრება.
ამის მიზეზი სამოქალაქო ომის დროს დამწვარი ბინა იყო.
- სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც დაზარალებულს, მეკუთვნოდა საკომპენსაციო თანხა. ამ თანხის მაგივრად მოვითხოვე ბინის აშენება, 135 კვადრატული მეტრის ფართი უნდა მოეცათ… – უყვებოდა ბატონი დავითი „სარკეს“ ჰოსპისში ცხოვრებისას.
რაც შეეხება სახლის დაწვის ისტორიას, ბატონი დავითი ჰყვებოდა:
– მფრინავი იყო ვინმე მაისურაძე, რომელმაც ჩამოაგდო კასრი და ცეცხლი გააჩინა. იქიდან ყველა მეზობელი გასული იყო, მაგრამ ჩემი ცოლი ვერ გამოვიდა. რადგან დედამისი მწოლიარე იყო. მაშინ მთავრობის სახლში ვიყავი, ფანჯრიდან ჩანდა ჩემი სახლი, მაგრამ ვერ ვიხედებოდი,საშიში იყო. ცოლმა დამირეკა ვიწვითო. გამოვიპარე, იქვე მსხდომ სნაიპერს ვთხოვე სხვა მიმართულებით გაესროლათ, გამოვიყვანე სიდედრი და ცოლი, მაგრამ სახლიდან არაფერი დარჩა.
ცოლი მეგობართან წავიყვანე დიდუბეში, ვიღაცას დაუნახიხარ და მერე იმ სახლში მიუვარდნენ, ქალები ააწიოკეს. მას მერე მოსაკლავად დასდევდნენ. 1994 წელს შეწყვიტეს ჩემი დევნა და დავბრუნდი. სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, არავინ მიმიღებდა. დეიდაჩემთან ერთოთახიან ბინაში, რომელიც ანდერძით დამიტოვა. ის ბინა ახლაც მაქვს. გავაქირავე, რომ ამ ჰოსპისში გადასახდელი ფული მქონოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ტრაგედია ქეთი ხუციშვილის ოჯახში
წყარო: sarkenews.ge