Digest Logo

„შვილის დაბადებამდე ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა“ – რატომ ამშობიარეს ინფექციონისტის ცოლი დროზე ადრე

1632463813
ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მამა გახდა. პატარა თებეა გოგინავა 19 ივნისს დაიბადა. 

ექიმმა, რომელმაც პანდემიის დაწყებიდან უამრავი ადამიანი გადაარჩინა, შვილის დაბადებით უბედნიერესი ადამიანია, ამის შესახებ ის „სარკესთან“ საუბრობს. 

მანამდე კი საშინელი წელიწად-ნახევარი გაიარა – კოვიდთან ბრძოლას შეეწირა მისი მამა, დედა კი ძლივს გადაურჩა. თავადაც მძიმედ გადაიტანა ეს საშინელი ვირუსი. კორონავირუსი ფეხმძიმობისას მის მეუღლეს, ელენე ხარაშვილსაც შეხვდა და, საბედნიეროდ იოლ ფორმებში.

– ორსულობისას თქვენმა მეუღლემ კორონავირუსი გადაიტანა. როგორ გაიარეს ეს პერიოდი მომავალმა დედამ და მუცლადმყოფმა ნაყოფმა?

„არც ორსულობის დროს და არც შემდეგ პერიოდში არც დედას და არც შვილს არანაირი გართულება არ ჰქონიათ. ბავშვი ცოტა ადრე, დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიბადა ფიზიოლოგიური მშობიარობით და ყოველგვარი გართულების გარეშე.

ჩემს მეუღლეს აქვს რეზუსუარყოფითი სისხლის ჯგუფი, ბავშვს – დადებითი და ექიმმა მიიჩნია, რომ ცოტა ადრე ემშობიარა. დააჩქარეს მშობიარობა, თუმცა ამას არ უმოქმედია ბავშვის განვითარებაზე, რადგან ისეთივე განვითარების იყოს, როგორც ჩვეულებრივი ახალშობილი. უბრალოდ, შედარებით პატარა წონის იყო 2 კგ და 400 გრამი დაიბადა, მაგრამ ეს წონაც არ ითვლება დიდ პრობლემად ახალშობილებში…

პატარას მოლოდინიც ძალიან ამაღელვებელი იყო, თუმცა, ჩემი რიტმიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დროს ვატარებდი, ორსულ მეუღლესთან. დროც არ მრჩებოდა, რომ ეს ყველაფერი კარგად გამეაზრებინა. ახლა უფრო კარგად ვიაზრებ, თურმე რამხელა ბედნიერება მელოდება წინ. სანამ დაიბადებოდა, ეს ყველაფერი გააზრებულ-გაცნობიერებული არ მქონდა.

– ანუ ორსულობის მეუღლის განებივრება ვერ მოახერხეთ?

„სამწუხაროდ, ეგ ვერ მოვახერხე, რადგან ისეთი სიტუაცია იყო, ფაქტობრივად ვერ ვახერხებდი სახლში ყოფნას და თან მოგეხსენებათ, ამ პერიოდში საკმაოდ დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ხელი შეგვიშალა. საკმაოდ მძიმე პერიოდში მოუწია ჩემს მეუღლეს ორსულობა. უამრავი პრობლემა გვქონდა. ღვთის წყალობით, ყველაფერი გადავლახეთ და ახლა ჯანმრთელი შვილი გვყავს.

მე თვითონაც მძიმედ გადავიტანე კოვიდი. მერე – ჩემი მშობლების ამბავი… ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დაღი დაასვა ორსულობის პერიოდს. ალბათ ისე ვერ ვიყავი მასთან, როგორც უნდა ვყოფილიყავი, თუმცა საპატიო იყო ჩემთვის ეს ამბავი“, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵7-წლიანი ციხე, გარდაცვლილი ქმარი, ჩამორთმეული 250 ათასი ლარი და უსახლკაროდ დარჩენილი ბიზნესლედი - სკანდალური ამბები მაია რჩეულიშვილზე

🔵„როცა ნაწვალები, ენერგია გამოცლილი ბრუნდები სახლში და ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება“ - რა ფოტოს აქვეყნებს გვარამია

🔵„ნატალია და პატარა სანდრო დღეს სახლში გავაცილეთ“ - ნატალია ქუთათელაძე სამშობიაროდან გაწერეს

წყარო: sarkenews.ge