18 ნოემბრის დღის თემა ამერიკის გენერალური მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნიკა მელიას ქურთუკის შემდეგ მაიკ პომპეო ვისღა გაახსენდა. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლისთვის ამერიკის გენერალური მდივნის ვიზიტზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოს ნიკა მელიას ქურთუკის ფასი აღმოჩნდა.
...და რახან ფასები ასე მნიშვნელოვანია, იქნებ ყურადღების ეპიცენტრში სტუმარი, პომპეო ფასით მაინც მოვაქციოთ.
აღმოჩნდა, რომ მისი საათის ფასიც გასაოცარია, ოღონდ არა სიძვირით, არამედ სიიაფით.
ონლაინ-მაღაზია ebay-ზე პომპეოს საათის ყიდვა სულ რაღაც 38$-ად შეგვიძლია.