Digest Logo

დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული - თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები

1621368100
თათული ედიშერაშვილი

„მჰ“, „თვალში ხომ არ გეპატარავები, შე გულივერო,“ „ვახუნხულა“, „მუშაობა „დოიჩე“ ბანკში“...  ეს და კიდევ უამრავი სახასიათო ფრაზა სერიალ „შუა ქალაქშის“ პერსონაჟს - თამარს ეკუთვნის. 

დიახ, დღეს სწორედ მისი როლის შემქმნელზე, მსახიობ, თათული ედიშერაშვილზე გიამბობთ.

თათული ჟურნალისტებთან ყოველთვის გულწრფელად საუბრობს, თუმცა, პირად ამბებზე საუბარი დიდად არ უყვარს...

შვილები

თათულის 2 შვილი ჰყავს - ნანიკო და სესე.

„2 შვილი გავაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისეთი გრაფიკი მაქვს, ლიფტში ვივარცხნი თმას, მეუბნებიან, მაინც ფორმაში ხარო. ეს, ალბათ, შვილების მიმართ დიდმა სიყვარულმა იცის, რომელიც გალამაზებს, ბედნიერს, უფრო კეთილსა და კარგს გხდის. შესაბამისად, ალბათ, სხვასაც უფრო მოსწონხარ.

ბოლოს მართლა ვეღარ დავდიოდი, რეპეტიციებსა და გადაღებაზე მანქანით მივყავდი ჩემს მეუღლეს. თან, სამშობიარო ტკივილებიც თითქმის დაწყებული მქონდა, მაგრამ თავს არ ვაძლევდი უფლებას, რადგან შემდეგი კვირის სცენარში ვეწერე და გადაღებას ვერ ჩავშლიდი. ბოლოს უკვე სერიალში ფეხი მომტეხეს და დამსვეს. ერთადერთი იმის თავი მქონდა, ტექსტი დამემახსოვრებინა. ბოლო წუთამდე შრომაში ვიყავი. რაც შეეხება მეორე ფეხმძიმობას, 8 თვის ორსული თურქეთში ვიყავი გადაღებაზე. მე, თამუნა ნიკოლაძე და გოგა ბარბაქაძე ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის სახეები გავხდით. სერიოზული ფოტოგადაღებები გვქონდა. ალბათ, 9 საათი მუხლჩაუხრელად მიდიოდა გადაღებები. საბოლოო ჯამში, თბილისში არცთუ ისე დაღლილი ჩამოვედი. ეს ძალიან ნორმალურად მიმაჩნდა და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი. ახლა რომ ვფიქრდები, ვერ ვხვდები, როგორ ვბედავდი და როგორ არ მეშინოდა. ღმერთს მადლობა, რომ ორივე ბავშვზე კარგი ფეხმძიმობა მქონდა და შრომით არ ვწუხდებოდი.

დედის გარდაცვალება

„შემიძლია, ელემენტარულ რაღაცაზე ვიდარდო, ვიტირო და საკმაოდ მწარედაც. მოგონებებზეც მიტირია. ჩემი შუათანა და უცხოეთში ცხოვრობს. წელიწადში ორჯერ მაქვს მისი ნახვის ბედნიერება და ძალიან რომ მენატრება, ვტირი. როდესაც მახსენდება დედა, მაშინაც ვტირი.

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. საშინელებაა, როდესაც ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ. ეს ტკივილი ჩემმა სამსახურმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, საყვარელმა ადამიანებმა გადამატანინეს.

პირველი სიყვარული

„მისი სახელი და გვარი დღემდე მახსოვს: თემურ გაგაძე. საბავშვო ბაღში მიყვარდა. ოჯახებით ვახლობლობდით, ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით, საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით... თურმე, ვამბობდი, - თემური ძალიან მიყვარს-მეთქი. სამაგიეროდ, თემურს არ ვუყვარდი. ამბობდა, - ცოლად არ მოვიყვან, ძალიან მეტიჩარააო. მოკლედ, დამიწუნა.

ერთად გადაღებული ფოტოებიც გვაქვს: ღობესთან, ქვებზე ვსხედვართ. ისეთი მოკლე კაბა მაცვია, ტრუსი მიჩანს. ძალიან გაპრანჭული სახე მაქვს - გვერდით თემური მიდგას და ამიტომ ვიპრანჭები. სასაცილო ფოტოა. მაგარი განცდა მეუფლება, როცა ბავშვობის სურათს ვუყურებ“.

მეუღლე

წარმატებული მსახიობი 2009 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული მიხეილ ჩიმჩიური იყო. წყვილს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი – ნანუკა და სესე შეეძინა. გოგონებს შორის ასაკობრივი სხვაობა ორი წელია.

„ქორწილი არ მქონია, რადგან დედა ახალი გარდაცვლილი გახლდათ, როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ. საქორწილო განწყობა არ იყო...

როცა მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობთ, იქ ყოველთვისაა რაღაც რომანტიკა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერ გავიგე, როგორ გავიდა 10 წელი. ამას გულწრფელად ვამბობ. ეს ის ადამიანია, ვისთანაც გადავწყვიტე ცხოვრების გატარება და მასთან სადილი, ვახშამი თუ ყავის დალევა, ყოველთვის რომანტიკულია. მგონი, სიყვარულს ვუხსნი და ვერ ვხვდები“.