მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძემ მისი ცხოვრების ორ დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა, მას და და ძმა გარდაცვლილი ჰყავს.
როცა გყავს და-ძმა, ეს არის სიმდიდრე. დღეს დავრჩი მარტო. ორივემ შოკი მომგვარა. როცა ადამიანი ავადმყოფობს, ეგუები. ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა, ამერიკაში ვცხოვრობდი მაშინ. გარდაცვლილი არ მყავს ნანახი. ვერ ჩამოვედი, დაკრძალვის დღეს მითხრეს. ორი შვილი დარჩა ჩემს ძმას, ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. ამ მზრუნველობაში როცა ხარ, არ გცალია გლოვას მიჰყო ხელი.
რაც შეეხება დიანას, ისიც იყო ჩემი შვილი. დაიძინა და არ გაიღვიძა. ეს არის ჩემი სატარებელი ჯვარი, რომელიც ვერ მომიშუშებია.
იმ ტრაგიკულ ღამეს არ ვიცოდი რომ დიანა ცუდად იყო. ანორექსია ჰქონდა. ვიცოდი ნერვიულობდა თავის შვილზე, პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა. მთელი დღე მინდოდა მივსულიყავი და გამომეყვანა, დღემდე ვერ მიპატიებია, რომ არ მივედი, არ მოვეფერე, რომ არ ვაჭამე და ა.შ. მისი შვილი ჩემთან იყო და მითხრა დილით ჩამოვალო. შინაგანი ხმა მეუბნებოდა: წადი, წადი. დილას გავიღვიძე და….” – განაცხადა დალი ჩიტალაძემ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში.“