დოლ-გარმონი სტუდიაში! დღეს ლევანის დაბადების დღეა - ამ საზეიმო შეძახილებს დღეს „ტვ პირველის“ მიმდებარედ გაიგონებდით.
ჟურნალისტები ხმებს დოლ-გარმონის ჟღერადობას უხამებდნენ. ინგა გრიგოლიამ, ნინო ჩხეიძემ და სხვა „ფეისებმა“ მათ ფონზე ფოტოებიც გადაიღეს.
რაც უნდა მოულოდნელი იყოს, „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორის მოადგილის დაბადების დღის აღსანიშნად კოლეგებმა მედუდუკეები დაიქირავეს.
ბოლო პერიოდში, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ქართული ელიტა განსაკუთრებულ დღეებს დოლ-გარმონის ფონზე აღნიშნავს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოს კახი კახიშვილის გამარჯვების საზეიმოდ გაჟღერებულ დოლ-გარმონის ხმას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კრიტიკოსებმა დოლის ხმაც გადაფარეს და მოზეიმეებს გარმონის გაჭიმვა-დაკეცვაც არ დასცალდათ.
ბოლოს ეს ამბავი ყველას მიავიწყდა და როგორც ბოლო ხანებში თბილისში ამბობდნენ, ქართულ მამაპაპურ რესტორანში, დოლ-გარმონი რა გასაკვირი უნდა იყოს?! მეორე მხრივ, დოლ-გარმონის ფონზე ზეიმი ავლაბრელების ტრადიციაა, თუმცა დოლ-გარმონი სტუდიაში წვეულებების აღნიშვნაში უდაოდ, „ახალი სიტყვაა“.