Digest Logo

ძარცვა, დაჭრა, სკანდალი „პატრიარქზე“ და პოლიტიკური თავშესაფრის ძიება - კაკაბაძის სკანდალური ამბები

1616960688
ირაკლი კაკაბაძე

თანამედროვე პუბლისცისტისა და ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ძმის, ირაკლი კაკაბაძის ცხოვრება გაჭირვებითა და სკანდალებითაა სავსე.

ჯერ იყო და თავის მართლება უწევდა დის გამო, რადგან ნინიამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შესახებ ხალხისთვის გამაღიზიანებელი სტატია დაწერა, შემდეგ იყო აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა, გაჭირვება და წარუმატებელი სიყვარული.

კაკაბაძე ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ თავად საუბრობს:

თანამედროვე არსენა მარაბდელი, მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს

არსენა მარაბდელი თავის დროზე კარგ საქმეს აკეთებდა, სიმდიდრის განაწილება კი აუცილებლად უნდა მოხდეს. დიდი აფროკარიბელი ფილოსოფოსი ფრანც ფანონი, რომელმაც თავის დროზე ალჟირის გამათავისუფლებელ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა, ამბობდა, დემოკრატია სოციალური სამართლიანობის გარეშე, არ არსებობსო.

თუ თქვენ არ გაქვთ არსებობის მინიმალური სახსრები, ვერ მისცემთ არჩევნებში ხმას, უფრო სწორად, თქვენი ხმა იქნება ნაყიდიო. სოციალური სამართლიანობის გარეშე, დემოკრატია არ არსებობს.

საქართველოში ბანკების დიქტატურაა – საოცარ პროცენტებად აძლევენ ხალხს სესხებს! თვითონ უცხოეთიდან სესხულობენ მხოლოდ 2 პროცენტად და საქართველოში მოსახლეობას 36-40-პროცენტად აძლევენ სესხს.

იცით, სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხის მონობაში ჩათრევა როგორ ხდებოდა? სააკაშვილი რიგით პოლიციელებს აიძულებდა, შეეძინათ „ჯიპი“ საკუთარი სახსრებით და იპოთეკით დაეტვირთათ საკუთარი ქონება.

აქედან გამომდინარე, ისინი იძულებულები ხდებოდნენ, მინიმუმ რამდენიმე წლით დარჩენილიყვნენ ამ სამსახურში და ვერ გადასულიყვნენ სხვაგან. ეს ერთი და მეორე, რეალურად, რაც შეიძლება დაუნდობლად გასწორებოდნენ იმ დემონსტრანტებს, თუნდაც 26 მაისს ან 7 ნოემბერს...

„ამერიკული“ გაჭირვება

ამერიკაში, ჯერ კიდევ ადრე, 90-იან წლებში წავედი, საბჭოთა კავშირი იყო მაშინ და პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე.

ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ფიზიკურად, სიმძიმეებს ვათრევდი, მაღაზიაში მეპატრონის დამხმარე ვიყავი...

პატარა ბარში მღებავად ვიყავი, წითელი ხის იმიტაციები იყიდებოდა. იქ იციან, როცა ადამიანს ავეჯი აღარ უნდა, გარეთ დგამს და ვისაც უნდა მიაქვს. მთელი ღამე დავდიოდით ბრუკლინის ქუჩებში და ამ გადმოგდებულ ავეჯს ვაგროვებდით, მერე ვაშალაშინებდით და ისე ვღებავდით, რომ წითელ ხეს დამსგავსებოდა.

თუ წითელი ხე ღირდა 20-25 ათასი, ეს 700-1000 დოლარად ყიდდა და ასე ვმუშაობდით.

სხვათა შორის, ნაგვის გამტანადაც მიმუშავია. მაღალ კორპუსებში დავდიოდით და ქვემოთ ჩამომქონდა, 17 კაცი ვმუშაობდით სულ.

დორმენადაც მიმუშავია – სასტუმროს შესასვლელში რომ დგას კაცი.

კაცმა რომ თქვას, დიდი ხანია, მატერიალურ სიძნელეებს ვებრძვი, დალხენილი არასდროს ვყოფილვარ.

უსახსრობასთან ძალიან ახლო მდგომარეობაში ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ ბევრი ფულის პატრონი ვერასოდეს ვიქნები, ეს ვიცი და არც მინდა. ბევრი ფული აფუჭებს ადამიანს.

ძარცვა, დაჭრა და ტვინის შერყევა

ვმუშაობდი გადამზიდავად, ვათრევდი სიმძიმეებს, დორმენად...

17 წლის ასაკიდან დიაბეტი მაქვს, 15 წლის ასაკში დამჭრეს. 2-ჯერ დამჭრეს და 4-ჯერ მაქვს ტვინის შერყევა მიღებული სხვადასხვა ძალადობრივი ქმედების შედეგად.

2005 წელს თავს დამესხნენ, გამძარცვეს და თავში რაღაც ჩამარტყეს...

რა იცოდა კაკაბაძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის გარდაცვალებაზე?

გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

მისი თქმით, ჟვანიას ემუქრებოდნენ.

„ერთ-ერთი ასეთი მუქარა მეც მაქვს მოსმენილი… ერიკ გუდისმა დამირეკა და მითხრა, ეგ აღარ იქნება თავის თანამდებობაზეო. ერიკ გუდისი ამერიკაში ცხოვრობს და რუსული იარაღით ვაჭრობს. ის არის თემურ ალასანიას მეგობარია“,- თქვა გადაცემაში სტუმრობისას კაკაბაძემ.

მეორე ქორწინება და ერთი შვილი

მისი მეორე რჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე იყო.

„პირველად ერთმანეთს რადიოში შევხვდით. გადაცემა თბილისის მერის არჩევას ეხებოდა. ჩაწერის შემდეგ მითხრა, ნარკოპოლიტიკის მიმართულება თუ გაინტერესებს, ნომერი მომეცი და დაგირეკავო. მაშინ საიაში ვმუშაობდი და ყველაფერი მაინტერესებდა.

2 დღე ველოდებოდი, რომ დამირეკავდა და არ დამირეკა. მერე რაღაც გადაცემის წამყვანი იყო და მე სტუმრის ამპლუაში ვიყავი. მაშინ ჩვეულებრივად ვისაუბრეთ. ამის შემდეგ კიდევ გავიდა დრო და მეგობარი მირეკავს, ახლახან ირაკლი კაკაბაძემ ტელევიზორში გამოაცხადა, რომ მისთვის იდეალური ქალი ხარო. წარმოდგენა არ მქონდა. მერე დაიწყო რეპრესიების პერიოდი, გირგვლიანის საქმე და დიდ ჯგუფთან ერთად რაღაც დროს ვატარებდით ერთად. ნელ-ნელა ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა.

ერთად წავედით ამერიკაში და ქორწილიც იქ გვქონდა“,- იხსენებდა ანა დოლიძე.

დაშორება

„მე ჯერ სადოქტოროზე დავიწყე მუშაობა, მერე კანადაში სამსახური ვიპოვე. ამ დროს უკვე შვილიც გვყავდა და ჩემ გამო ვიყავით ამერიკაში.

ირაკლის დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საქართველოში ყოფნა ერჩივნა... ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“,- იხსნებდა ერთ-ერთ ინტერვიუში იურისტი.

მესამე ქორწინება

მისი მესამე რჩე­უ­ლი ბელა ბა­ჯე­ლი­ძეა.

წყვილმა უახლოესი მეგობრების წრეში აღნიშნა გაბედნიერება და ჯვარიც დაიწერა. ირაკლიმ მეჯვარედ ტელეწამყვანი და ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი გასვიანი აირჩია

რაც შეეხება მეორე ქორწინებას, ის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

„ცეკვავენ ვარსკვლავები“

როგორც მწერალი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, ყველას ეცინება, მათ შორის, თავადაც რადგან პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა.

„სად მოვიაზრები და სად გადავიაზრები, მე თვითონ არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ მე რას ვფიქრობ და რატომ მოვედი აქ, გეტყვით.

ჩემ ცხოვრებაში ბევრ შიზოფრენიულ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ამას სიამაყით ვამბობ. როცა ნოე სულაბერიძემ მითხრა, აქ მოდიო, სრული შიზოფრენია იყო ჩემი გამოჩენა ამ შოუში, ისევე, როგორც ბევრი ადამიანის, მაგრამ ვინაიდან ხელოვნება საუკეთესო შიზოფრენიად მიმაჩნია, ჩემთვის საინტერესო გახდა ეს შემოთავაზება.

ამდენი ლამაზი ქალი როცა არის და ამდენი მაგარი ადამიანი, ვარიანტი არ არის, რომ კარგი რაღაც არ მოხდეს. ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა ამ კარგ ხალხთან ყოფნა, თქვენ გაიხარეთ“, - აღნიშნავდა მწერალი.

სკანდალი პატრიარქთან დაკავშირებით

ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობდა, ვინც თავისი მშობელი დედის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა. ამ ყველაფრის თავიდათავი კი ირაკლის დის, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის პოსტი აღმოჩნდა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის სახლში სტუმრობის ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებდა.

„ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ დედაჩემთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია აღარ არის ცოცხალი. უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება რატომ ლანძღავდა დედაშენი პატრიარქსო? რომ ვეკითხები ეს სისულელე საიდან მოგივიდათ თავშიო, მეუბნებიან შენმა დამ ამას ოფიციალური სტატია მიუძღვნაო.

მე ჩემი დის მოსაზრებებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. ეს ჩემი კომპტენეცია არ არის. მას საკუთარი გამოცდილება და აზრი გააჩნია და მე ჩემი. ხშირად ეს გამოცდილებები და აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და ეს ბუნებრივია. უბრალოდ ამდენი კითხვა რომ ისმება დედაჩემის, ნათია ამირეჯიბის თაობაზე - ამაზე ძალიან ცალსახად და უაპელაციოდ შემიძლია ვთქვა შემდეგი:

პირველ რიგში დედაჩემისგან არასდროს და არანაირ პირობებში არ გამიგია პატრიარქის განკითხვა მის ავეჯთან ან კიდევ სასახლის რაიმე სხვა მოწყობილობასთან დაკავშირებით.

ჩემი გამოცდილებიდან ასეთი რამე არ მომხდარა. უფრო მეტიც - მე შევესწარი ჩემი მშობლების პირველ შეხვედრას პატრიარქთან თუ არ ვცდები 1978 წლის ზაფხულში, ბათუმში, სადაც მისი უწმინდესობა ეწვია ბებიაჩემის დას, ქალბატონ თამარა ნაკაშიძეს.

ამ შეხვედრის შემდეგ ორივე - მამაჩემიც და დედაჩემიც ძალიან ნასიამოვნები იყო და საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა კათალიკოს პატრიარქს. სხვა შეფასება ჩემი მშობლებისგან პატრიარქის შესახებ მე არასდროს გამიგია.

რა თქმა უნდა ის მართალია, რომ ნათიას, ისევე როგორც მამაჩემს ძალიან არ უყვარდა ბურჟუა ცხოვრების სტილი - იგივე მეშჩანობა, მატერიალიზმი და ვეშჩიზმი.

რაც შეეხება პატრიარქს - მასზე აუგი სიტყვა არც დედაჩემისგან მსმენია ოდესმე და არც მამაჩემისგან. ვინმეს თუ ამის დამადასტურებელი ფაქტი აქვს ან ჩანაწერი მზად ვარ მოვუსმინო - თუმცა ეჭვი მეპარება ნებისმიერ ასეთი ინსინუაციის აუთენტურობაში.

ეს არის ჩემი გამოცდილება საკუთარ დედასთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ამქვეყნად აღარაა“,- წერდა ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

დაავადება

ძილის აპნოე მჭირს, ჩვენთან არაა რეკლამირებული. ეს არის მდგომარეობა, როცა ძილში ადამიანი რამდენიმე წუთით წყვეტს სუნთქვას. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მირჩია, სპეციალური ბალონები, რომელიც ღამე უნდა გაიკეთო.

ამ დაავადებით ბევრი ინფარქტი, ინსულტი ვითარდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. იწვევს როგორც გულის, ისე ტვინის იშემიას.


აგრეთვე წაიკითხეთ:

რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე

გარდაცვლილი შეყვარებული, წელიწად-ნახევარში დანგრეული ოჯახი და უამრავი თაყვანისმცემელი - ჭორ-მართალი ქრისტინე იმედაძის შესახებ

ილონ მასკის დედამ ანუკი არეშიძის კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს მაია მასკი