ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე უკვე წლებია მაყურებელს ტელეეკრანიდან ესალმება, ნანიკო ყოველთვის ახერხებს გამოიყურებოდეს კარგად და ამას გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ.
ტელეწამყვანი 48 წლის არის, მაგრამ ის ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია.
ნანიკო ხაზარაძის მეუღლე ლევან მათითაშვილია, წყვილი დიდი ხანია იცნობს ერთმანეთს, თუმცა ბედი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დაუკავშირეს, ისინი 2019 წელს დაქორწინდნენ.
ხაზარაძის მეუღლე ცნობილი ექიმის, კოტე მათითაშვილის ძმაა.
„ნანიკოს მთელი ცხოვრებაა ვადევნებ თვალს, ალბათ როგორც მთელი საქართველო და სულ მომწონდა..." - ამბობს ლევან მათითაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ვსაუბრობდით იმ დასაწვავი „ფეისბუქით“ და რატომღაც დიალოგი მივიდა ბანკამდე და ბარათამდე. ვკითხე, აბა დაახლოებით თუ მიხვდები, რა არის ჩემი ბარათის პინ-კოდი-მეთქი. მე თბილისში ვიყავი, ის კი საქართველოში არ იყო მაშინ. პირველივე ჯერზე მითხრა ჩემი ბარათის პინ-კოდი და დღემდე არ ვიცი, როგორ მოხდა ეს... არსებობს რაღაც, რასაც ვერ ახსნი", - იხსენებს ნანიკო.
ლევან მათითაშვილის თქმით, ნანიკო საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარა და ძალიან შეცვალა მისი ცხოვრება.
ნანიკოს პირველი ქორწინებიდან, ლევან ნუცუბიძისგან 17 წლის ქალიშვილი ჰყავს, როგორც ის ამბობს, ლილუ პრობლემური თინეიჯერი არ არის. დედა-შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
სკანდალი და კრიტიკის ქარცეცხლი
რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ერთი პოსტის გამო, საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა და ტელეწამყვანი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია.
ამბობენ...
ნანიკო ხაზარაძის და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, სასიყვარულო რომანის შესახებ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება, თუმცა ამბავმა 2013 წელს თბილისი აალაპარაკა.
ნანიკოს და გიორგის ურთიერთობა რომანტიულობით არ გამოირჩეოდა. წყვილი ერთად არსად არ დადიოდა, საერთო სურათიც კი არ ჰქონდათ. გიორგი ნანიკოს შვილს არც კი იცნობდა.
როგორც გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი ინტერვიუში აღნიშნავდა, მას და ნანიკოს არ ჰქონდათ ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომ მისი მშობლებიც ჩარეულიყვნენ მათი სიყვარულის ამბავში და რაიმე კითხვებიც გასჩენოდათ.
გიორგიმ იმ პერიოდში წიგნი გამოსცა, რომელიც ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა.
წყვილს ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა და მათი ეს ურთიერთობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა.
ფსიქიატრთან მკურნალობა
ნანიკო ხაზარაძე 2019 წელს ფსიქიატრთან მკურნალობდა.
ტელეწამყვანი ამის შესახებ თავად წერდა სოციალურ ქსელში.
„ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრია პრიორიტეტია.
მკურნალობა სირცხვილი არ არის!!!!!“
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
🔘უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი