Digest Logo

გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რის აღიარებას სთხოვდა მანანა არჩვაძე?

1609924131
არჩვაძე-გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, პირადი მცველის, ბაჩუკი გვანცელაძის თქმით, მას პრეზიდენტის შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ სამი ტყვია ესროლა.

გამსახურდიას სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მისი პირადი მცველი „კურიერთან“ აქამდე უცნობ გარემოებებზე საუბრობს.

გვანცელაძე ამტკიცებს, რომ გროზნოში მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან ერთად მივიდა და სთხოვა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი – ბესარიონ გუგუშვილი, დაესახელებინა. უარის შემდეგ კი შვილს დაავალა, მისთვის ესროლა.

ზვიად გამსახურდიას ვაჟი ადასტურებს, რომ მამის პირად მცველს მართლაც ესროლა, თუმცა, უარყოფს, რომ გვანცელაძის დაჭრის დავალება დედამ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, მისცა.

თავის მხრივ გუგუშვილი საგამოძიებო უწყებას სთხოვდა, გაესაჯაროებინათ პრეზიდენტის სიკვდილის გამოძიებისას დაშვებული შეცდომები.

აგრეთვე, ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს, რობიზონ მარგველანს, კარგად ახსოვს, ვინ წავიდა ექსპერტიზის წინააღმდეგ.

სამივე მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ ექსპერტიზისა და გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, პასუხგაუცემელი კითხვები აღარ დარჩებოდა.

გამსახურდიას პირადი მცველი, რობიზონ მარგველანი, იხსენებს, რომ მინიშნება გროზნოში შესაძლო მოწამვლის შესახებ სიკვდილამდე პრეზიდენტმა მიანიშნა.

პრეზიდენტის პირადი მცველი ამტკიცებს, რომ გამსახურდიას მთავარი შეცდომა გროზნოდან საქართველოში დაბრუნება იყო.

მარგველანი ამბობს, რომ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და გურამ აბსნაძემ მიაღებინეს.

პრეზიდენტის მოტყუებით ჩამოყვანასა და ღალატში მისი უახლოესი გარემოცვა სწორედ ზვიად გამსახურდიას მთავრობის ფინანსთა მინისტრს, გურამ აბსნაძეს, ადანაშაულებს.

აგრეთვე, ისინი საუბრობენ ლოთი ქობალიაზე, რომელსაც, წესით, პრეზიდენტის უსაფრთხოება უნდა დაეცვა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ცოტნე გამსახურდიამ სიტყვების წარმოთქმა დაიწყო

„გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს და ეს მანანას ბრალია“ - ზვიად გამსახურდიას ოჯახის კულუარული ამბები