მომღერალი სოფო ხალვაში ხომ გახსოვთ? მოიხედავად პოპულარობისა, ის სკანდალებში ნაკლებად ეხვეოდა და მისი პირადიც მიუწვდომელი იყო.
წარმატებული მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში მაშინ გაეხვა, როდესაც „პოლიტიკაში წავიდა“.
ის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.
ოცნება
ძალიან ხშირად ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. დავხუჭავდი ხოლმე თვალებს და ყოველთვის ერთი და იგივე კადრი მიდგებოდა თვალწინ: ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. სიბნელეში იკვეთებოდა უზარმაზარი სცენა, რაღაც ზღაპრული სამყარო, დიდი ლოჟებით, საოცარი განათებებით...
თამაშის დროსაც კი, ყოველთვის ვიდექი და ვმღეროდი – ჩემი ყველა ფანტაზია თუ ოცნება ამას უკავშირდებოდა, სხვა ვერაფერი წარმომედგინა. სახლში, როდესაც რაღაცაზე მეჩხუბებოდნენ ან რამე მეწყინებოდა, ვთქვათ, სადღაც რომ მინდოდა წასვლა და არ გამიშვებდნენ, ან, ცუდ ხასიათზე თუ ვიყავი და მეტირებოდა, შევიდოდი ოთახში, ჩავიკეტებოდი, პიანინოს მივუჯდებოდი და დავიწყებდი სიმღერას. ამით მათაც ვუშლიდი ნერვებს – შვილს რომ გაუბრაზდები, ის კი დაჯდება და სიმღერას იწყებს, როგორია?! მე კი გულს ვაყოლებდი, ამაში ვიცლებოდი და ვწყნარდებოდი.
სიყვარული
მისი მეუღლე ცნობილი ფეხბურთელის რევაზ ძოძუაშვილის შვილი მიშა ძოძუაშვილია. წყვილს 2 შვილი ჰყავს.
„ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, იმდენად არ გვიფიქრია წვრილმანებზე, რომ ახლაც ვერ ვახერხებ იმის გადმოცემას, რა მოხდა. კონკურსზე ვიყავი, იმ ეიფორიაში ჩართული, სხვანაირად აჟიტირებული და, პარალელურად ხდებოდა რაღაც, რაც გარკვეული არ იყო. ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ გარკვეულა.
სულ სხვა ხალისში ვიყავი და არ ვფიქრობდი ამ ურთიერთობაზე. ვიცოდი, რომ იქ ვიღაც მიშიკო დაგვხვდებოდა და ეს მიშიკო მთელ დღეს ჩვენთან ატარებდა – მაშინ იქ მუშაობდა. დილა რომ გათენდებოდა, მიშიკოს ავტომობილი შემოვიდოდა და, რეპეტიცია იქნებოდა ეს თუ საღამოს კაფე, სულ ჩვენთან ერთად იყო. როდესაც თბილისში დავბრუნდი, ერთმანეთს დავშორდით და მაშინ მივხვდით, თუ რა ხდებოდა და რა დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან, როგორ დაგვაკლდა ერთმანეთი. უსიტყვოდ მოხდა ყველაფერი....
რა თქმა უნდა, მერე სიტყვაც იყო, სიყვარულზე საუბარიც და ყველაფერი. მირეკავდა, ვურეკავდი და, ზუსტად ორ კვირაში მიშიკო თბილისში ჩამოვიდა. ერთ თვეში კი ჯვარი დავიწერეთ. უფრო სწორად მხოლოდ ჯვრის დაწერას ვაპირებდით და, ისე გამოვიდა, რომ ქორწილიც იმ დღეს გავაკეთეთ. უცებ მოხდა ყველაფერი“,- ისხენებდა მომღერალი.
ევროვიზია
რთული იყო „ევროვიზია“. საშინელ გრაფიკში ვიყავით, სულ გადარბენები გვქონდა, ვერაფერს ვასწრებდით. ყოველდღე იყო რეპეტიციები, სადაც იგივე ხდებოდა, რაც კონცერტზე, კოსტიუმებით, მაყურებლებით და მთელი შოუთი. მიმდინარეობდა რეპეტიციების ჩაწერები, რომ თუ რაღაც მოხდებოდა პირდაპირი ეთერის დროს, რეპეტიციის კადრები გაეშვათ. გადაჭედილი იყო დარბაზი. შუალედებში იყო ბრიფინგები, სადაც ორმოცდაორი ქვეყნის ჟურნალისტები გაუთავებლად რაღაცეებს გეკითხებოდნენ. ასე არ გაგვიჭირდებოდა ამ რეჟიმისთვის ფეხის აწყობა, რომ გვცოდნოდა რა დაგვხვდებოდა იქ. ეს იყო პირველი და არავინ გონზე არ იყო – რა და როდის ხდებოდა. დაუგეგმავად დავდიოდით.
ბათუმის მერის მოადგილე
როგორც თავად სოფო ამბობდა, შემოთავაზება უშუალოდ ბათუმის იმდროინდელი მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. მან პოსტი 2018 წლის 27 ნოემბერს დაიკავა.
ბათუმის მერს მანამდე ერთი მოადგილე და ერთი ვიცემერი ჰყავდა. მეორე მოადგილის თანამდებობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
სოფო ხალვაში მანამდე აჭარის ტელევიზიაში, დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა.
მომღერალმა თავისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის წინ გამოხატა – მან ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე 25 ოქტომბერს იმღერა.
რა ქონებას ფლობდა მომღერალი, ბათუმის მერის მოადგილე და მისი ოჯახი
ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე მომღერალ სოფო ხალვაშის შემოსავალმა 2018 წლის 27 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 4 080 ლარი შეადგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დილის წამყვანისა და მუსიკალური გამფორმებლის პოზიციაზე მუშაობისას მისი შემოსავალი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 26 ნოემბრის პერიოდში 19 368 ლარი იყო.
როგორც ფინანსურ დეკლარაციაში აღინიშნა, შპს „ბასტი ბუბუ ბათუმის“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
რა გამოუგზავნა თინა ფეტვიაშვილმა ციხიდან ია ნინიძეს - უცნობი ამბავი
ვინ არის გია სურამელაშვილის შვილი და როგორი ურთიერთობა აქვს რძალთან
სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია