ცხოველების მოყვარული, ლამაზი, დაბნეული და თავისებური გოგონა სერიალიდან „შუა ქალაქში“ ხომ გახსოვთ? რა თქმა უნდა გხასოვთ, ეს ხომ ანანოა.
ანონოს როლის შემსრულებელმა, მარიამ ჯოლოგუამ ხალხის დიდი სიყვარული, სწორედ ამ პერსონაჟის დახმარებით მოიპოვა.
საინტერესოა, ახლა როგორ ცხოვრობს მსახიობი და რას საქმიანობს.
როგორც თავად გადაცემა „არტ FM-ში“ ისაუბრა პანდემიის ფონზე, კარანტინში ახალი ჰობი და საქმიანობა შეიძინა.
მარიამმა ოპერატორობა ისწავლა და ქმართან, აპოლონ კუბლაშვილთან ერთად ფილმზე მუშაობს.
აპოლონის თქმით, მას უნიკალური ცოლი ჰყავს და ძალიან ბედნიერია.
აპოლინი:
ის ჩემი რჩეულია და უკვე უნიკალურია, მეორეც, თეატრის დახურვა ნამდვილი კატასროფა აღმოჩნდა ჩემთვის, მარიამმა კი, უცებ მონახა გამოსავალი, ჯერ რაღაცის წერა დაიწყო, მერე გადაღება და ყველაფერი ორ წამში ისწავლა.
მარიამი:
ფილმისთვის მზადება გასული წლის მარტში დავიწყე, თუმცა პანდემიის გამო შეზღუდვები დაიწყო და მეც სახლში აღმოვჩნდი.
არადა, მანამდე მუდმივად ვმუშაობდი და ძალიან გამიჭირდა სახლში ყოფნა. ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. საზღვარგარეთ სკოლა ის დაწესებულებაა, სადაც ბავშვები სავალდებულო წესით დადიან, საქართველოში კი, არავინ აძალებს და მხოლოდ იმიტომ დადიან, რომ თვითონ უნდათ, უხარიათ და რაღაცნაირად ახერხებენ თვითრეალიზაციას.
ონლაინ-რეჟიმში გადასულებს ძალიან შეგვეშინდა, რომ ბავშვებს უკვე შეძენილი ცოდნა არ ადეკარგათ, ამიტომ სემესტრის დასრულებისთანავე, ივნისის თვეში „ლურჯი ფრინველი“ და „ოზის ჯადოქარი“ გადავიღეთ ზუმის ფორმატში.
საახალწლო ფილმი „სიყვარულით ელფებისგან“ სექტემბერ-ნოემბერში გადავიღეთ, როცა რეგულაციები მოიხსნა.
პიესა ჩვენმა ერთ-ერთმა პედაგოგმა დაწერა, მოქმედება პანდემიურ საქართველოში ვითარდება ზუსტად ამ ახალი წლის წინ.
მთავარი პერსონაჟები და-ძმა არიან, რომელთაც დიდი ხანია არ მიუღიათ საჩუქარი თოვლის ბაბუასგან ოჯახის ხელმოკლეობის გამო. თუმცა, როგორც საახალწლო ისტორიებს შეეფერება, ჩვენს ფილმსაც ჯადოსნური ფინალი აქვს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სამართალდამცველს ცოლი მოუკლეს და მკვლელობის ადგილას თავად გამოიძახეს - სისხლიანი შურისძიება