მოგეხსენებათ აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს სამეგრელოში წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს უშვილო წყვილები უფალს შვილს ავედრებენ.
ყოველ წელს, იქ ადამიანები აკვნებით მიდიან ლოცულობენ და უკან ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში მათ მალე შვილის უჩნდებათ. ბევრი უშვილო წყვილიდან საზოგადოებამ 2018 წელს ფოტოგრაფ ლაშა შალამბერიძის ფოტოებით, ერთი წყვილი გაიცნო.
დღეს კი კი ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ახალი ფოტო წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოდან, სადაც იგივე წყვილს, ახლა პატარა ბიჭი ახლავთ.
მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს, რომლებსაც 7 წელი შვილი არ ჰყავდათ, ვაჟი 2020 წელს შეეძინათ.
ბედნიერი დედ-მამა წაჩხურის ტაძარში დღეს მადლობის სათქმელად მივიდნენ.