ეპატაჟებით გამორჩეული მომღერალი, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი, მარკუს მეტრეველი გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა.
გადაცემის ფორმატის მიხედვით, სტუმარს თან ახლავს რამდენიმე მისთვის ახლობელი ადამიანი, რომლებიც მასზე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ამბებს ჰყვებიან.
მარკუსის შემთხვევაში, ერთ-ერთი თანმხლები პირი დედამისი იყო, რომელმაც შვილი ბავშვობიდან გამორჩეულად და მოწესრიგებულად დაახასიათა.
„ძალიან მოწესრიგებული იყო. ბავშვობაში იმაზე ტიროდა, დილით სახლს როდის დავალაგებდი“, - ამბობს მარკუს მეტრეველის დედა.
თავად მარკუსმა კი თავის თავს ნარცისი უწოდა და თქვა, რომ ის ქართველი სექსუალური მამაკაცების ხუთეულშია.
„სექსუალური მამაკაცების შესახებ რეიტინგებს სხვა და სხვა პორტალები, მკითხველის გემოვნებაზე დაყრდნობით, აკეთებს. მეც მოვხვდი მათ სიაში. ხუთეული შევდივართ - მე, კახი კალაძე, რატი დურგლიშვილი, ირაკლი მაქაცარია და მეხუთე არ მახსოვს“, - თქვა მარკუს მეტრეველმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ანა მალაზონია გათხოვდა - ნახეთ ვიდეოკადრები ქორწილიდან
ზურა ბაკურაძის უცნობი ვიდეო, რომელმაც სოცქსელი მოიცვა - „მომხედონ, სანამ არ გადამიფიქრებია!“