Digest Logo

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა შერიგდნენ – ცოტა რამ პარლამენტარის პირადი ცხოვრებიდან

1608711323
ქეთი და დათო კაჭარავა

ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ გუნდიდან, დავით კაჭარავა, ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა.

მაშინ ცნობილი გახდა, მორაგბე, ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა.

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებებიდან ბიჭი და გოგო ჰყავთ.

ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, რომელიც ხატიაშვილმა მოიგო კიდეც და მას შემდეგ მისი კარიერა წარმატებულად განვითარდა.

წყვილი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად საუბრობს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ისინი სამოგზაუროდ იაპონიაში იმყოფებოდნენ და სწორედ მაშინ, როცა ყველა ელოდებოდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ, ქეთიმ ინსტაგრამიდან კაჭარავასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა და ყვითელი პრესა მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა.

მაგრამ როგორც სოცილური ქსელიდან ირკვევა, წყვილი შერიგდა.

ქეთიმ ინსტაგრამის პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის რუსთაველზე დავით კაჭარავასთან ერთად სეირნობს.