Digest Logo

ხატია წერეთელი „დამალული“ შვილის ფოტოს ასაჯაროებს

1602066620
ხატია წერეთელი მომღერალი

ეპატაჟურმა მომღერალმა ხატია წერეთელმა სოციალურ ქსელში პირველად, შვილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იმ დედების კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებიც შვილებს აქებენ.

როგორც პოსტიდან ვიდებთ, ხატიას შვილი სასწავლებლად ევროპაში იყო წასული, რის გამოც საჯარო სივრცეში არ ჩნდებოდა.

ხატიას თქმით, 16 წლის ასაკში გააჩინა შვილი და ფაქტობრივად ერთად იზრდებოდნენ.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაჩნდა ფრაზები, რომ შვილს „ვმალავდი“...
მაგრად ვიხარხარე.

უბრალოდ მე არ ვარ ის დედა 24 საათი მარტო შვილის ქება დიდებაში რომ არის, მირჩევნია ის დრო მას დავახარჯო...

თუმცა, დავაკმაყოფილებ საზოგადოების ერთი ნაწილის ცნობისმოყვარეობას...

გაიცანით ჩემი ერთადერთი შვილი... 16 წლის ასაკში გავაჩინე ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ და არავინ არ გვყავს ერთმანეთზე უკეთესი არც მეგობარი, არც ახლობელი.

გართობისას პოზიტიური ტიპია, თუმცა ზედმეტად სერიოზულია საქმის კეთებისას, ძალიან შრომისმოყვარე, ნიჭიერი და განათლებულია...

მიღებული აქვს ქართული და ევროპული განათლება...

ნამდვილი ევროპელი დემოკრატია, ზუსტად იცის სად გამოხატოს პროტესტი, რეალისტია, აქვს კარგი გემოვნება, გურმანიც არის და კარგი კულინარიც, როდესაც სცალია.

ჩემთვის არანორმალურად მაგარი შვილია, თბილი, წარმატებული... მიხარია რომ 22 წლის ასაკში ერთერთი ძლიერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია და ამ ყველაფერს თავისით მიაღწია...“- წერს წერეთელი.


khatia-tsereteli_o_h.jpeg