Digest Logo

ქორწინება მოგვარეზე, პოლიტიკა და განქორწინება - ხათუნა ხოფერიას უცნობი ამბები

1613202669
ხათუნა ხოფერია

ხათუნა ხოფერიას შვილი ბექა ხოფერია, თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლეა. შეკითხვა თუ რატომ არის ბექა დედის გვარზე, ალბათ ბევრს გასჩენია. სინამდვილეში, ის მამის გვარზეა. 

ამ ბლოგში მისი მშობლების ისტორიას მოგიყვებით:

ხათუნა და ვოვა მოგ­ვა­რე­ე­ბი იყვნენ. ცალსახაა, ამის გამო დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეხვდათ.

„რო­დე­საც და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩემი თხოვ­ნით, მო­მა­ვა­ლი მა­მამ­თი­ლის მა­მი­დას­თან წა­ვე­დით, რომ ჩვე­ნი გე­ნე­ა­ლო­გია გაგ­ვერ­კვია. მა­მი­და სო­ფელ შხეფ­ში ცხოვ­რობ­და, იქ სამი დღე გა­ვა­ტა­რეთ და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ჩვე­ნი გვა­რი სხვა­დას­ხვა შტოს ეკუთ­ვნო­და და ნა­თე­სა­ვე­ბი არ ვი­ყა­ვით. ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვი­პა­რეთ, არა­ვის­თვის აღარ გაგ­ვი­წე­ვია ან­გა­რი­ში.“


ორი კვი­რა წყნეთ­ში, ვო­ვას მე­გობ­რის აგა­რაკ­ზე ცხოვრობდნენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ურიგდებოდნენ, არც ფული ფული ჰქონდათ. საჭმელს მეგობრების დედები უმზადებდნენ და შვილებს მათთან ატანდნენ


„მე და ვოვა ლა­მა­ზი წყვი­ლი ვი­ყა­ვით და ყვე­ლამ იცო­და, რომ ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. ვო­ვას ერთი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, გი­ორ­გი მა­მა­ცაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წყნეთ­ში ყოფ­ნი­სას, 7 ნო­ემ­ბრის დი­ლას თავ­ზე დაგ­ვად­გა და გოჭი ამოგ­ვი­ტა­ნა. სას­წრა­ფოდ თონე გა­ვა­ხუ­რეთ და შევწვით. მა­გი­დას­თან რომ დავ­სხე­დით, გვი­თხრა, სახ­ლი­დან მო­ვი­პა­რეო“


ოჯახები მალევე შეირიგეს. ვოვას დედა რუსი, ლამაზი ქალი ყოფილა. როცა პირველად ხათუნა სახლში მივიდა დედამთილმა შუბლზე კოცნით მიიღო და ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელსაც ახლაც ატარებს. ეს ოდესღაც ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე და ახლა მინდა შენ გქონდესო.

„სა­ღა­მოს ტან­საც­მე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე, წყნე­თის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თან მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი ჩა­საც­მე­ლი მქონ­და. ხა­ლა­თი შე­მო­ვიც­ვი და ფეხი კე­დებ­ში გავ­ყა­ვი. მკი­თხა, ქოში არ გაქ­ვსო? თა­ვად ფეხ­ზე ვარ­დის­ფე­რი, ულა­მა­ზე­სი ქოში ეცვა, იქვე გა­იძ­რო და მი­თხრა, ეს შენო. ეს მო­მენ­ტი ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. მას მერე ბევ­რჯერ გვი­ლა­პა­რა­კია და სულ მით­ქვამს, რომ ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ალ­ბი­ნა იმ მო­მენ­ტი­დან არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი.“

ხათუნას და ვოვას ორი ვაჟი შეეძინათ - რეზიკო და ბექა. ამ უკანასკნელს საზოგადოება თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმრის სტატუსით იცნობს.

„რეზიკო ასფიქსიით დაიბადა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა, ამიტომ დაუსწრებელზე გადავედი. ვოვა მუშაობდა. 22 წლის ბიჭს უკვე თანამდებობა ჰქონდა, ლენინის რაიონის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო. თან, ბიუროს წევრი. კარგი ხელფასი, პრემიები, წელიწადში 2-3 ჯერ „პაეზდკაში” დავდიოდით. ვოვას ოჯახი საკმაოდ მაღალ ფენას მიეკუთვნებოდა – საუკეთესო სასტუმროები, რესტორნები არ გვაკლდა. მოკლედ, „ვგულაობდით”... ძალიან ბედნიერი ვიყავი, რისთვისაც ვოვას მადლიერი ვარ. ძალიან მიყვარდა. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი იმ პერიოდის ცხოვრებაში, ჩემი ეჭვიანობაა. ყველაფერს „ვაფუჭებდი” ჩემი სიყვარულით.“


– რა უძღვოდა თქვენს დაშორებას წინ, ვერანაირ გზას ვეღარ ხედავდით ოჯახის გადასარჩენად?

– ჩვენ 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად. გაყრის მიზეზს არ დავასახელებ. უბრალოდ, ვოვამ თავს ვერ აჯობა. ვერც მე ვაჯობე დაშორების მიზეზს. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები არ ვიყავით. არც ჯვარი აგვიყრია. არც მას ჰყოლია ცოლი და არც მე – ქმარი. ის ბოლომდე ჩემ ქმრად დარჩა და ერთადაც დავიკრძალებით. დანარჩენს იქ გავარკვევთ.


– საინტერესოა. პირველად მესმის ცოლი ყოფილ ქმარზე ამბობდეს – ერთად დავიკრძალებითო. გამოდის, ისევ გიყვართ.


– არასოდეს მიღალატია საკუთარი თავისთვის. ვცხოვრობ ისე, რომ საკუთარ თავს არ ვემალები. მთავარია, შენს თავთან იყო მართალი. პირად ცხოვრებაში არაფერი მინანია. არც ვინანებ. ეს ჩემი ცხოვრებაა. როგორც საჭირო იყო, ისე ვიცხოვრე. მე არ ვარ ქალი, რომელიც


ვინმეზეა დამოკიდებული და ამიტომ, საკუთარს თმობს! ჩემით ვწყვეტდი, ჩემით ვმოქმედებდი, ამიტომ არაფერს ვნანობ. ყველა ნაოჭი, რაც მაქვს სახეზე, ჩემი საკუთარი ემოციებია. ვერავის ვერაფერს დავაბრალებ.

– ესე იგი, ახლა მარტო თქვენ და თქვენი შვილები ცხოვრობთ ერთად.

– არა, მე ცალკე ვარ, წყნეთში. ბექა არის ხოლმე ჩემთან.

– მაინც რატომ არ შეურიგდით ქმარს, ან ხელახლა არ გათხოვდით?

– 18 წლის თანაცხოვრების შემდეგ, რომ გაეყრები, როდისღა უნდა შერიგდე? არა, ეს არც გვიცდია. რაც შეეხება გათხოვებას, მე ერთხელ ვიყავი გათხოვილი, სიყვარულით. უფრო სწორად, დიდი სიყვარულით. მეორედ რატომ უნდა გავთხოვილიყავი? ვერ გეტყვი, არც მიფიქრია და არც მდომებია ახალი კაცი თავისი ჩვევებით, ქცევებით, პრეტენზიებით და ფეხებზე ფაჩუჩებით ტელევიზორთან. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და მყავს. მაგრამ ეს ის არ არის, ის სხვაა, ბავშვური, უმანკო, უანგარო… შეიძლება ვცდები, არ ვიცი. ახლა რომ ვიღაც კაცი მადგეს თავზე და დაბაცუნობდეს, ალბათ ფეხს დავუდებდი და იატაკზე გავაგორებდი.

– მე მინდა, დეპუტატობის პერიოდიც გაიხსენოთ. ძალიან მალე წახვედით პოლიტიკიდან. როგორ დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა თქვენი ცხოვრების ეს პერიოდი?

– ზურა ჟვანიამ მნახა ტელევიზიით. იყო ასეთი გადაცემა „ნაშუადღევი”. დამიბარა და სამსახური შემომთავაზა. ჯერ ვაკე-საბურთალოს რაიონის პრესსსამსახური მებარა, მერე თბილისის ორგანიზაციის პრესსამსახური. ეს სულ 6 თვეში მოხდა. აქაც მე და დათო ოქიტაშვილი ვიყავით ერთად. ერთ დღეს ზურამ მითხრა – დეპუტატი გახდებიო. არ მინდა, შენ ბიჭებს მიხედე-მეთქი. ჩვენი ოფისის ახალგაზრდობას ვგულისხმობდი. მაგათაც მივხედეო. 57-ე ვიყავი სიაში. 50-იანელებს ვეძახდით ერთმანეთს, მე, კახა ჩიტაია, დათო ონოფრიშვილი... ზურას თავისი პირადი კონტაქტები ჰქონდა ყველასთან. ჩვენ ჩვენი მისია გვქონდა ყველას. ეტყობა, კარგად ვასრულებდი, რადგან 1999 წლის არჩევნებში უკვე 34-ე ვიყავი სიაში. ჩემთვის ეს წლები ზურათი იწყება და მისით მთავრდება. ზურას შემდეგ რთულია, ვინმე პოლიტიკურ ლიდერად აღიქვა. თავიდან ძალიან აგრესიული ვიყავი და ეს მომწონდა. ერთხელ, ერთ-ერთ დეპუტატს დავუპირისპირდი და პიროვნულს შევეხე. სხდომის დებატებში გავიმარჯვე. საღამოს ზურამ დამიძახა. მეგონა, შემაქაბდა და კაბინეტში შევფრინდი – ხოფო, დავიჯერო, ასეთი „სლაბი” ხარ, ოპონენტს დებატებს ისე ვერ უგებ, პიროვნულს თუ არ შეეხე? არ გიხდებაო, – გული კინაღამ გამისკდა. ამის შემდეგ, 6 თვე ვვარჯიშობდი, ავტოტრენინგით ვიყავი დაკავებული, მესწავლა ისე აწყობა საუბრის, რომ ოპონენტი თან მექო და თან „დამემარხა“. მგონი, ვისწავლე.

ბექა ხოფერიას დაპატიმრება

ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, დეტალურ ინფორმაციას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.

ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ მისი შვილი სასტიკადაა ნაცემი და დაკავებისას პოლიციელების მხრიდან რამდენიმე გასროლა მოხდა:

“სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს მოუვიდა ჩხუბი, რომელსაც შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები და რომ ჩადგნენ შუაში, ამ დროს პოლიციის მხრიდან მოხდა ოთხი გასროლა. ესენი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდნენ, არ იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ბექა არის საშინელი ნაცემი, ერთ–ერთი კიდე იქ მყოფი არის საშინელი ნაცემი, სიტუაცია არის დაახლოებით ისეთივე, რაც მოხდა რობაქიძის დროს, უბრალოდ ჰაერში გასროლილი ტყვია არ მოხვდა ჩემს შვილს. ჩემს შვილს რომ ის ტყვია მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე იქ დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ვიბრძოლო ბოლომდე იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს”, – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”–თან საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.