ცნობილმა ექიმებმა ნინო ნადირაძემ და გუგა კუზანოვმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ნადირაძე-კუზანოვის წყვილი საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ძალიან დადებითი, იუმორით სავსე და ხალისიანი წყვილის შთაბეჭდილებას ქმნიან.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა ამდენხნიანი თანაცხოვრების პერიოდში, როგორ გაუძლეს ოჯახურ კრიზისებს და რა რჩევას მისცემდნენ ადამიანებს, რომლებსაც თანაცხოვრების პერიოდში რთული ეტაპი აქვთ.
- როგორი ხასიათი აქვს გუგას და როგორი ხართ თქვენ?
- გუგა სულ ცხვირჩამოშვებულია, დაწვრილმანება უყვარს და ყველაფრისგან პრობლემას ქმნის. მე პირიქით - სულ კარგ ხასიათზე ვარ, დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევ და თითქმის არაფრისგან ვქმნი პრობლემას. ჩემთვის მთავრი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. გუგას კიდე შეუძლია მთელი დღე იბუზღუნოს, რაღაც ნივთის გამო, რაც ცხვირ წინ უდევს და ვერ ხედავს.
- რამდენად ხშირია ორი ადამიანის თანაცხოვრებაში კრიზისი?
- მთელი ცხოვრება კრიზისი არ არის? როდესაც ორი განსხვავებული ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, ისინი მუდმივად ბეწვის ხიდზე გადიან. აბა, კრიზის გარეშე როგორ გინდა? ბუნებრივია იქნება სირთულეები. უბრალოდ, წვრილამენს და დეტალებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
- პირადად თქვენ თუ გქონიათ კრიზისული პერიოდები და როგორ ართმევთ თავს?
- კი, როგორ არა. გუშინაც ერთი ამბავი გვქონდა. ჩემმა ორივე ძაღლმა ერთად მიაფსა გუგას ფეხსაცმელს და ისეთი კრიზისი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ის ყვიროდა, მოაშორეთ ეს ძაღლები აქედანო. მე თმა გავიშალე და... არნახული კრზისი გვქონდა. ასეთი დეტალებისგან შედეგება ცხოვრება.
- თუ იბუტებით ხოლმე
- რა თქმა უნდა. უფრო ხშირად მე. გუგა თითქმის არ იბუტება, ეგ ისედაც სულ ცხვირჩამოშვებულია და შეგუებული ვარ.
-როგორ რიგდებით ხოლმე?
- გუგა სულ ცდილობს, მომქრთამოს. ან ფინანსებით, ან მოფერებით, ან რაიმე სასაცილო გააკეთოს და თან დიდხანს გაბრაზება არც მე შემიძლია, ეგრევე მეცინება და ასე ვრიგდებით, ხოლმე.
- რას ურჩევდით წყვილებს, რომლებიც თანაცხოვრების დროს კრიზისულ პერიოდს გადიან?
- თუ გინდათ რომ ადამიანთან დიდხანს იცხოვროთ, ნუ დაწვრილმადნებით.