Digest Logo

ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს - ხათუნა ჟორდანია

1601490263
ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე

ხათუნა ჟორდანია „რუსთავი 2“ეთერში უფროსი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის შესახებ საუბრობს. როგორც ის ამბობს, ნინი პატარაობისას მავნე ბავშვი იყო და მის მიმართ დიდ სიმკაცრეს იჩენდა, განსაკუთრებით სწავლა-განათლების მიმართ.

„მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით. იმ პერიოდში სტინგის ფრანგულ სიმღერას ვუსმენდი ხოლმე. ნინი ჩემთან ერთად ხშირად იჯდა მანქანაში. ერთ მშვენიერ დღეს გავიხედე და აბსოლუტურად სწორად იმღერა ეს სიმღერა. დაუფიქრებლად გავიქეცი, გავაკეთე ფონოგრამა და იმ დროს თბილისში ერთადერთი ჯაზკლუბი იყო, სადაც დავდიოდით და ერთ მიყვანაზე ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ნინი ვამღეროთო. ამის შემდეგ, ისე მოგვეწონა ყველას, ყოველ შაბათ-კვირას ნინი ხსნიდა ხოლმე ამ სიმღერით ჯაზკლუბში საღამოებს…“, -ჰყვება ხათუნა ჟორდანია.

მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ ჩაწერა ნინიმ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად დუეტი. სწორედ ამ დროს გაიცნეს ზურამ და ხათუნამ ერთმანეთი.

როგორც ხათუნა ჰყვება, ნინი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მას სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.

„ინტერნეტში მეჩხუბებიან, როცა ნინიზე ვამბობ, ბავშვია-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სულ ბავშვია. ნინიზე რაც უნდა ვილაპარაკო, ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ნინისი, რომელიც მე მაცოცხლებს და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა“- ჰყვება ხათუნა.

ინფორმაციისთვის, ხათუნა ჟორდანია უკვე თვეებია მძიმე სენს, ფილტვის კიბოს ებრძვის.