„მე არ ვიბრძვი ფულისთვის, მე ვიბრძვი ჩემი მემკვიდრეობისთვის, ჩემი ისტორიისთვის, ჩემი ხალხისთვის“, - ეს წარწერა ბერას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზეა. კრივის ხელთათმანები, რომელსაც თქვენ ქვემოთ ხედავთ, სავარაუდოდ, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა აჩუქა.
ბერა მას მადლობას საჯაროდ უხდის.
ბერა რომ ბიძინას შვილია და მას უკვე გვარიც აღარ სჭირდება, ალბათ შეამჩნევდით.
პროფესიით რეპერს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს. წყვილი სოციალურ ქსელებს დიდ დროსა და ენერგიას უთმობს. ინსტაგრამის ათვისების შემდეგ, ჯერი ტიკ-ტოკზე დადგა და ახლა შემოქმედებითად იქ იცლებიან.
View this post on Instagram
პერიოდულად აქვეყნებიან პირად ვიდეოებს და საზოგადოების სიყვარულითა თუ მათგან მიღებული პოზიტიური კომენტარებით ტკბებიან.
თუ წლების წინ ივანიშვილების ოჯახი ლეგენარულ, მითიურ გმირებად მიიჩნეოდნენ და ტელეკრანებზეც არ ჩანდნენ, ახლა კამერებს თითქმის არცერთი მათგანი არ გაურბის.
- აგრეთვე დაგაინტერესებთ:
- 300-ლარიანი დახმარება - როგორ უნდა მოიქცეთ კომპენსაციის მისაღებად?
- „ძალიან გვიხარია, მამაო, თქვენ მაინც რომ გიმართლებთ“ - სულისშემძვრელი ფოტო პარალელური საქართველოდან
- როგორები იქნებიან სიბერეში ქართველი სელებრითები?
View this post on Instagram