მომღერალი, სოფო ნიჟარაძე, ამერიკაში მოღვაწეობს. მას ერთი შვილი ჰყავს და ჯერჯერობით ფოტოებს არ ასაჯაროებს.
მისი პირადი ცხოვრებით ყველა ინტერესდება... სოფომ ყურადღება ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გამო მიიქცია.
კულუარული ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტსა და მომღერალს რომანი ჰქონდათ. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ბევრს ჰგონია, რომ ნიჟარაძეს შვილი სააკაშვილისგან ჰყვას.
თუმცა, დაზუსტებული არაფერია...
ამ ჭორების მიუხედავად, სოფო ჩვეულ რიტმში განაგრძობს ცხოვრებას და „სხვების აზრს მნიშვნელობას ნაკლებად ანიჭებს“. ასე ამბობს ხოლმე სხვადასხვა ინტერვიუში.
მან სოციალურ ქსელში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ ბირიუკოვის, ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უყვარს.
როგორც ცნობილია, ბირიუკოვმა, ახალი წიგნი „(არა) ცნობილი ჟურნალისტის ისტორია“ გამოსცა. პროზაულ ნაწარმოებში ვეცნობით ჟურნალისტის მრავალფეროვან და რთულ ისტორიებს.
„არ თქვა, რომ ჩემზეც წერ, თავად წავიკითხავ“,- წერს ნიჟარაძე.
საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა ჟურნალისტის ახალ ნამუშევარში ისტორიას სოფო ნიჟარაძის შესახებ.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
პოლიტიკოსები მმართველობაში ყოფნისას და ოპოზიციაში გადასვლილას - ვინ როგორ გამოიყურება?