Digest Logo

„მილანში, რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუვლი“ - კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სიყვარულის ისტორია

1623672812
კახი კალაძე ანუკი არეშიძე

თბილისის მერი - კახი კალაძე ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა და თავის სიყვარულზე, ანუკი არეშიძეზე ისაუბრა.

როგორც კახიმ გაიხსენა, მილანში ცხოვრობდა, როდესაც მშობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მეგობრის შვილი მილანში ჩამოდიოდა და ყურადღება მიექცია მისთვის. 

„თუ რამეში დასჭირდა დახმარება, მაქსიმალურად დაუდექი გვერდშიო. რაზე იყო საუბარი. დავურეკე, ტელეფონი მომცეს და შევხვდით. მას შემდეგ ვუვლი,“- ამბობს კახი კალაძე.

კახისა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში, 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, მაშინ როდესაც „მილანის” ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი გახლდათ.

ანუკი და კახი 4 ვაჟის მშობლები არიან.